"გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი" - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები

"გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი" - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები

- მე და ლეილამ ერთმანეთი ჩემი მეგობრისა და მისი დეიდაშვილის ოჯახში გავიცანით. სუფრასთან მსხდომებს, ეს გოგონა გვამხიარულებდა. ძალიან ლამაზი, იუმორით სავსე ბავშვი იყო. შესანიშნავად ცეკვავდა და უკრავდა პიანინოზე. წამებში მომხიბლა, მაგრამ ვცდილობდი, მასზე მხოლოდ ისე მეფიქრა, როგორც ბავშვზე, ჩემს პატარა დაიკოზე. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჩემი მეგობრის დაიკო იყო და ამიტომაც!

- ბავშვს რატომ ეძახდით, თქვენზე რამდენი წლით პატარა იყო?

- მე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ის კი სკოლის მოსწავლე გახლდათ, მეცხრეკლასელი, მაგრამ მიუხედავად არასრულწლოვნებისა, ჩემს თანატოლ გოგონებს ტოლს არაფერში უდებდა. ისე გამოიყურებოდა, როგორც ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალი. ამიტომაც მიიქცია ჩვენი ყურადღება. დათოს ჯგუფელები მისით აღფრთოვანებულები ვიყავით და მას მერე, როცა ქეიფს ვმართავდით, ლეილასაც ყველგან ვეპატიჟებოდით. თუმცა, დათო თხოვნას ხშირად არ გვისრულებდა, იშვიათად თუ წამოიყვანდა სადმე: შემეშვით, სხვისი ძიძაობა კი არა, გართობა მინდა. ისიც მეყოფა, წლების წინ მის აკვანს რომ მარწევინებდნენ, გასართობად მოწადინებულ ბავშვსო... მოკლედ, ლეილა თანდათან უფრო და უფრო მეტად იჭრებოდა ჩემს გულში, გონებაში. მასზე ფიქრი არ მშორდებოდა და ეს ტანჯვად მექცა. ვერ ვბედავდი, პატარა გოგონას სიყვარულში საკუთარ თავსაც კი გამოვტყდომოდი, არათუ სხვისთვის მეთქვა რაიმე. მისი სიყვარულით, სხვა გოგოებს ვეფლირტავებოდი, გიჟივით. მინდოდა, ასეთი საქციელით დამევიწყებინა ლეილა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა გოგოში მის თვისებებს ამაოდ ვეძებდი... ამ ტანჯვაში გადიოდა თვეები და ერთხელაც, როცა ლეილამ სახლში დამირეკა, ყურებს არ დავუჯერე. მომიკითხა: როგორ ხარ? თქვენთან ერთად დროს ტარება მომენატრაო. ისე დავიბენი, არც კი ვიცოდი, ამ კარგად ნაცნობი გოგონასთვის რა უნდა მეთქვა. ისევ თვითონ ლაპარაკობდა, ჩემს პასუხებს არ უცდიდა. სავარაუდოდ, ხვდებოდა, რომ მასთან ვმორცხვობდი და ამიტომ. მთხოვა, დათოსთან გამოიარე, დღეს იქ ვიქნები და გნახავ. ოღონდ, რომ დაგირეკე, ეს არ უთხრა, მერიდებაო.

- წახვედით მის სანახავად?

- რა თქმა უნდა, წავედი. აბა, რა მომასვენებდა? იქ ყოფნისას მივხვდი, რომ ტყუილად არ დავუბარებივარ, მას ჩემ მიმართ სიმპათია ჰქონდა. სულაც რომ არაფერი მიკითხავს, თავისი სკოლის ამბებს მომიყვა, მერე "სულელ" თაყვანისმცემლებზეც ილაპარაკა. ბოლოს დეიდამისმა უთხრა დათოს: ამ გოგოს ყურადღება მიაქციე. მიდი სკოლაში და გაიგე, რა ხდება. მგონი, ვიღაც ცუდად დასდევს და ეს შტერი არ მოატყუოსო... დათოს დედის ეს სიტყვები დავიჭირე და როცა მეგობართან ერთად, მარტო დავრჩი, შევთავაზე: თუ გინდა, სკოლაში გამოგყვები-მეთქი. გაიცინა: ვიცი, რა კუჭიც გეწვისო. თავის დაძვრენა-გამართლება ვცადე, მაგრამ მივხვდი, სიტყვები ზედმეტი იყო. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი, ჩემი ძმაკაცი მით უფრო მეტს იცინოდა. ბოლოს გავჩუმდი და რაღაცნაირად გავიბუსე. დათოს ხმას აღარ ვცემდი. მაშინ მითხრა: განა ვერ ვხვდები, რომ ერთმანეთი მოგწონთ? ყველაფერს ვხვდები და საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, სასიძოდ მომწონხარო. როცა ნახა, თვალები გამიბრწყინდა, ისიც დასძინა: ხვალ სკოლაში საქმის გასარკვევად თავად წახვალ და ყველაფერს უჩემოდ მოაგვარებ, როგორც მისი

შეყვარებულიო. ისე დამტოვა, სიტყვაც არ მათქმევინა. მეორე დღეს უნივერსიტეტში არ წავსულვარ, დათოსი მერიდებოდა. საღამოს შინ დამირეკა, - თუ სიმართლის აღიარებას არ აპირებ, ჩემი სიტყვებიც დაივიწყეო. მეორე დღეს სკოლაში წავედი, მაღალკლასელ ბიჭებს დაველაპარაკე და გავარკვიე, ვინც აწუხებდა ჩემს გოგოს. მერე იმ ბიჭსაც დაველაპარაკე და გავაფრთხილე, ლეილას ახლოს არ გაჰკარებოდა.  ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია