უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში

უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში

მომღერალი ნინო ძოწენიძე და მისი მეუღლე, მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე, შვილთან, სანდროსთან ერთად ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში ცხოვრობენ. სახლის მშენებლობა-რემონტის საკითხი გიგამ საკუთარ თავზე აიღო და აჭარიდან დაბრუნებულ საყვარელ მეუღლეს გემოვნებით მოწყობილი, კომფორტული ბინა დაახვედრა. ნინო ეზოიან, გამწვანებულ სახლზე ოცნებობს. ოცნების ასასრულებლად მომღერალმა პროექტ "ერთი ერთში" მოგებული ბინა გაყიდა და კერძო სახლის შეძენას ახლო მომავალში გეგმავს.

- 17 წლიდან ვცხოვრობ თბილისში. საკუთარი სახლი არ მქონდა, ამიტომ ქირით ვცხოვრობდი. როცა გიგას გავყევი ცოლად, იმის მერეც რაღაც პერიოდი ქირით ვიცხოვრეთ. ფაქტობრივად თბილისის ყველა უბანში მაქვს ნაცხოვრები. ნაქირავებ სახლში ცხოვრება უცხო არავისთვისაა. ქუთაისში ორივეს გვქონდა სახლი, როცა თბილისში გადმოვედით, არც მამაჩემს და არც გიგას მამას არ ჰქონდათ საშუალება ჩვენთვის ბინა ეყიდათ. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ძალიან დიდი შრომის და წვალების შემდეგ მოახერხა ჩემმა მეუღლემ. ამდენი ხნის შემდეგ გვეღირსა სახლი, რისთვისაც მადლობა უფალს და გიგას. მის ყიდვაში და გერემონტებაში მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის.

ყიდვა, რემონტი, დიზაინი ყველაფერი გიგამ აიღო საკუთარ თავზე. მხოლოდ ბუხარია ჩემი ინიციატივით გაკეთებული. უნდა გაუქმებულიყო ეს ტიხარი, ძალიან ვთხოვე, ამ ადგილას ბუხარი გაეკეთებინა, რადგან ყოველთვის მინდოდა ბუხარი გვქონოდა. სხვათა შორის, აქ უგემრიელესი მწვადები იწვება.

როცა გიგამ რემონტი დაიწყო აჭარაში ვიყავი. ჩამოვედი და უკვე გამზადებული სახლი დამხვდა, ბარგიც კი გადმოეტანა. უკვე ორი წელია აქ ვცხოვრობთ. როცა ამ სახლზე ვსაუბრობ, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. მე აქ არაფერი გამიკეთებია, ამიტომ ბევრსაც ვერ ვისაუბრებ. არ იფიქროთ, რომ ზარმაცი ვარ ან დედოფალივით ვცხოვრობ, უბრალოდ გიგას უყარს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. რჩევა რომც მკითხოს, ბოლოს მაინც ისე გააკეთებს როგორც თვითონ უნდა. ამიტომ ვენდე და მივუშვი საკუთარ ნებაზე. მეც, როცა რამეს ჩემი ინიციატივით ვაკეთებ, არ მიყვარს, რომ მერევიან. ხასიათით ძალიან სულსწრაფი ვარ და ვცდილობ საქმე მალე დავასრულო... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია