„თამბაქოს მოხმარების გამო ყოველდღიურად 30 ადამიანი იღუპება“ - ვინ ლობირებს საქართველოში „სიკვდილის ბიზნესს“

„თამბაქოს მოხმარების გამო ყოველდღიურად 30 ადამიანი იღუპება“ - ვინ ლობირებს საქართველოში „სიკვდილის ბიზნესს“

"საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო ყოველდღიურად 30 ადამიანი იღუპება, მათ შორის ერთია ბავშვი", - ამის შესახებ "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

"თამბაქო ნომერ პირველი მკვლელია ჩვენი მოსახლეობის. ყოველი მეოთხე ადამიანი თამბაქოს მსხვერპლია. ეს არის უზარმაზარი ტვირთი. ეს ხდება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ დგას თავის ადგილზე, პირდაპირ გარიგებაშია და პირდაპირ ბიზნესინტერესების გადანაწილებაშია იმ ინდრუსტიასთან, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ინდუსტრია კრიმინალური ინდუსტრიაა. ამას ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას ამბობს. ისე არ წარმოიდგინოთ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას ამბობს. 2005 წლიდან ჩვენ ვართ თამბაქოს საერთაშორისო კონვენციის წევრი. ამიტომ საქართველოს აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გვავალდებულებს მთელ რიგ ღონსიძიებებს. მაგალითად, რეკლამის სრული აკრძალვა, ტრანსპორტის თამბაქოსგან გათავისუფლება, ფასების მატება და ასე შემდეგ. თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში არაფერი გაკეთებულა", - აცხადებს ბახტურიძე.

იხილეთ ვიდეო

როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი ამბობს, თამბაქოს ბიზნესს როგორც წინა, ასე ახლანდელი ხელისუფლების პირობებში სერიოზული ლობისტები ჰყავს.

"მსოფლიოში რაც კი რამე ტრანსნაციონალური კომპანიაა, ყველას აქვს საქართველოში ოფისი. ეს მიანიშნებს იმას, რომ აქ არის სერიოზული ფინანსური ინტერესი, არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ არაოფიციალურიც, მათ შორის პოლიტიკურ თამაშებთან დაკავშირებით. ყველა ამ კომპანიას აქვს ე.წ. შავი ბიუჯეტი, რომლის საშუალებით ისინი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ან ისყიდიან, ან მათთან გარიგებაში შედიან. წინა მთავრობის დროს თამბაქოს მთავარი ლობისტი იყო კახა ბენდუქიძე. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, ჩვენ მივდივართ კონკრეტულ პირებამდე როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში", - აღნიშნა ბახტურიძემ და თამბაქოს ლობისტებს შორის პარლამენტარი ზურაბ ტყემალაძე დაასახელა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია