ადგილი თბილისში, სადაც არასრულწლოვნები თვითმკვლელობამდე მიდიან - ვინ არიან „ემოს“ წევრები

ადგილი თბილისში, სადაც არასრულწლოვნები თვითმკვლელობამდე მიდიან - ვინ არიან „ემოს“ წევრები

ბოლო დროს საქართველოში არასრულწლოვნების სუიციდის შემთხვევები გახშირდა, რასაც ხშირად სხვადასხვა დაჯგუფებებთან კავშირებს მიაწერენ. სოციალურ ქსელში მომრავლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ე.წ. ემო დაჯგუფებები არსებობენ, რომლებიც "მორგში" იკრიბებიან. როგორც ცნობილია, ეს არის ადგილი, სადაც მოზარდები საკუთარ თავს მძიმე დაზიანებებს აყენებენ და შემდეგ უკვე თვითმკვლელობამდე მიდიან.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა გადაცემა "სხვა რაკურსმა".

სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ "ემო ბავშვები" გამოირჩევიან განსხვავებული სტილით, არაოდრინალური ვარცხნილობითა და მძიმე მაკიაჟით. იმისთვის, რომ არასრულწლოვანი გახდეს "ემოს" წევრი, საკმარისია წვდომა ინტერნეტთან, სადაც განთავსებულია ვიდეოები, თუ როგორ გახდე "ემო", შეიძულო მშობლები და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ვიდეოების ნახვაზე შეზღუდვები არ არსებობს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში არსებობს დახურული ჯგუფი "სუიციდ-ოთახი", სადაც მოზარდები თვითმკვლელობაზე ღიად საუბრობენ.

იხილეთ ვიდეო

"ხალხო თქვენი დახმარება მჭირდება. საოცარი სურვილი მაქვს თავის მოკვლის, მაგრამ მაინც ვერ ვბედავ... ხელები საშინლად მაქვს უკვე... ვინმეს დახმარება მართლა მჭირდება, ვერ ვხვდები დაავადებული ვარ, თუ გიჟი" , - წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

აქვთ თუ არა "სუიციდ-ოთახის" წევრებს კავშირი "ემო" დაჯგუფებებთან უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თვითმკვლეობის იდეა მათთვის საინტერესოა.

ქალაქის ცენტრში არსებობს ადგილი, სადაც ე.წ. ემო დაჯგუფებები იკრიბებიან. ამ ადგილს "მორგს" ეძახიან. "სხვა რაკურსის" ჟურნალისტთან საუბრისას ისინი იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც "ემოში" გაწევრიანება გადაწყვიტეს.

- ემო არის როცა შენ ემოციური ხარ. შენ რაც გისწორდება იმას აკეთებ, მაგრამ შეიძლება ინანო.

- რა შეიძლება ინანო?

- შეიძლება გადაისერო ვენები და მერე ინანო. ეს არის ემოცია.

- თუ გქონიათ შემთხვევები, რომ ჩამოსულან პოლიციელები და უკითხავთ, რატომ იკრიბებით აქ?

- ჩვენ შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა.

- რატომ ემო?

- ოჯახის ბრალია. ვინც მოდის მათგან გამიგია, ოჯახში მამა ან დედა მცემს და ამიტომ მინდა თვითმკვლელობაო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია