ევა ბარბაქაძე თურქეთში გადააფრინეს - როდის ჩაუტარდება ხერხემლის ურთულესი ოპერაცია პაციენტს

ევა ბარბაქაძე თურქეთში გადააფრინეს - როდის ჩაუტარდება ხერხემლის ურთულესი ოპერაცია პაციენტს

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი უკვე თურქეთის კლინიკაშია. დედა-შვილი თურქეთში დღეს გამთენიისას გაფრინდნენ. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

იხილეთ| ევას აეროპორტამდე ტრანსპორტირება კატასტროფის მანქანით სახელმწიფომ უზრუნველყო - შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთაა

"წუხელ შორენა და ევა გაფრინდნენ თურქეთში. ევას ტრანსპორტირება რთული და სპეციფიკური იყო, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, პერსონალურად ნინო მამალაძეს. შაბათს, ხერხემალზე პირველი ურთულესი ოპერაციის ჩატარებაა დაგეგმილი. გუშინ შორენას საბანკო ანგარიშებზე მინიმალური თანხების ჩარიცხვაც კი ძალიან კარგად აისახა. 1 დღეში რამდენიმე ათასი ლარი შეგროვდა. მართალია, ეს ოპერაციისთვის არაა საკმარისი თანხა, მაგრამ ძალიან კარგი დასაწყისია. ასე რომ, გთხოვთ, ვისაც რა თანხის საშუალება გაქვთ, იქნებ გადარიცხოთ მითითებულ ანგარიშებზე. რაც მთავარია, მინდა, შორენას სახელით ყველას გადმოგცეთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის. მერწმუნეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი დედისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - წერს ტელეკომპანიის თანამშრომელი.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ თავის თავზე სრულად აიღო ტრანსპორტირების დაფინანსება და პაციენტის უსაფრთხო გადაყვანა საქართველოდან. ევა ბარბაქაძემ გართულებების და დისკომფორტის გარეშე იფრინა და კლინიკაში ოპერაციისთვის ამზადებენ.

შეგახსენებთ, ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიშები, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

"საქართველოს ბანკი"

GE57BG0000000642055200

TBC ბანკი

GE61TB7723536010100019 (GEL)

GE40TB1123536110100031 (USD)

ბანკი "რესპუბლიკა"

GE39BR0000010929691997

მიმღები: შორენა ბეგაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია