კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:05 / 17-12-2016
რა არ უნდა გააკეთოთ, როცა ბავშვს ახველებს და როდის უნდა მიმართოთ ექიმს
ხველა მეტად შემაწუხებელი სიმპტომია, რომელსაც თან ახლავს პაციენტის და მისი ოჯახის წევრების შეშფოთება. ხშირია მშობლის მიერ სიმპტომის არასწორი შეფასების და მკურნალობის შემთხევები. ხველის შესახებ დეტალურ ინფორმციას პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი მოგვაწვდის.

- რისგან იცავს ორგანიზმს ხველა?
- ხველა, როგორც სამედიცინო სიმპტომი, მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია, რომელიც იცავს სასუნთქ გზებს უცხო სხეულის მოხვედრისგან, ასევე ხელს უწყობს ბრონქების გათავისუფლებას წარმოქმნილი ჭარბი ლორწოსა და ნახველისგან. ნორმის პირობებში ჯანმრთელ ბავშვს შესაძლებელია აღენიშნოს ხველის 11 ეპიზოდი 24 სთ-ში, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ხველა შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გამოხატული სიმპტომი, როგორც სასუნთქი სისტემის, ასევე სხვა სისტემების დაავადებებისა.

- რამდენნაირი შეიძლება იყოს ხველა?
- ხველა შეიძლება იყოს მშრალი (როცა არ შეიგრძნობა ნახველის ხმიანობა) და სველი ხასიათის (ხველის დროს ბავშვი გამოყოფს ნახველს ან შეიგრძნობა ნახველის არსებობა ბრონქებში). ხანგრძლივობის მიხედვით ხველა შეიძლება იყოს მწვავე (რომელიც გრძელდება არაუმეტეს 3 კვირა), ქვემწვავე (3-8 კვირა) და ქრონიკული (რომელიც გრძელდება 8 კვირა და მეტი). ხველა შეიძლება იყოს მსუბუქი ხასიათის, რომელიც არ იწვევს ჩვეული მდგომარეობის დარღვევას, ან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხასიათდებოდეს მძიმე მიმდინარეობით, რომელსაც თან ახლავს ბავშვის ზოგადი მდგომარეობის დარღვევა და ისეთი საშიშროების ნიშანიც, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება.

- რა იწვევს ხველას?
ბავშვთა ასაკში ხველის გამომწვევი უხშირესი მიზეზები არის:

სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები (მაგ: მარტივი გაციება, ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ფილტვების ანთება)

უნცხო სხეულის ასპირაცია (გადაცდენა).

ასთმა (სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება პერიოდულად სუნთქვის გაძნელებით).

სხვადასხვა სასუნთქი გზების თანდაყოლილი პათოლოგიები.

ხველის ტიპი (ფსიქოგენური პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს ხველის, როგორც ჩვევის არსებობა, აქ საგულისხმოა ის ფაქტი რომ ძილის დროს ხველა საერთოდ აღარ აღინიშნება)... განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ექიმის განცხადებით, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, სტაბილურია
+VIDEO განაცხადა, რომ უდანაშაულოა და 3 შვილის დედის რეალურმა მკვლელმა ის ხაფანგში გააბა
ბავ­შ­ვო­ბა­ში ექი­მად თა­ვი ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, ყვე­ლა­ზე მე­ტად წე­რა უყ­ვარ­და
მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტი ვერ გადაარჩინეს
თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს
ევროპული მეორადი ავტომანქანების მთავარი პრობლემა ჟანგი და მაღალი გარბენია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:18 / 29-05-2017  Image ე.წ. კანიბალიზმის საქმის უცნობი დეტალები
+VIDEO საზარელი მკვლელობა გასული წლის 19 ოქტომბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა
20:38 / 29-05-2017  Image პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ - "მათი უმრავლესობა რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის დროს"
"მათ შესახებ ხსენებულ კვლევამდე ინფორმაცია არ არსებობდა"
13:47 / 29-05-2017  Image ავარია გორში: მოსწავლეები ბოლო ზარზე მანქანით ხეს დაეჯახნენ
მანქანაში 5 ახალგაზრდა იჯდა
11:33 / 29-05-2017  Image როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სკოლაში შვილს უჩაგრავენ - ფსიქოლოგი და იურისტი ბავშვთა უფლებებზე
ბავშვის იძულება, შეიკავოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ეს არის ძალადობის ფორმა
16:53 / 29-05-2017  Image ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა
ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49