"ევას მამა არ ჰყავს! რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო" - შორენა ბეგაშვილი ევას მამას ამხელს

 "ევას მამა არ ჰყავს! რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო" - შორენა ბეგაშვილი ევას მამას ამხელს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ევა ბარბაქაძისა და მამამისის ფოტოების მიხედვით ეჭვს ვერავინ შეიტანდა იმაში, რომ მამა-შვილს კარგი ურთიერთობა აქვს და მშობელ მამას შვილზე დედის შემდეგ ყველაზე მეტად შესტკივა გული.

ამის შესახებ დავწერეთ კიდეც (იხილეთ სტატია). თუმცა როგორც აღმოჩნდა, რეალურად საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა.

სტატიას შორენა გამოეხმაურა და საკმაოდ მწვავე პოსტი დაწერა:

"მოსიყვარულე მამა? ორკვირაში პირველი ოპერაციიდან, კიევში რომ გაიქცა, საქმე მიფუჭდებაო, ერთადერთი საჩუქარი პლანშეტი წაართვა მწოლიარე ბავშვს და შემოგვითვალა, რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო? ეს მოსიყვარულე მამა ელოდება? ევას მამა არ ჰყავს!" - წერს შორენა ბეგაშვილი.

მის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ბევრი შორენას ამხნევებს, ზოგიერთი კი შორენას მეუღლეს იცავს და ამტკიცებს, რომ მამას ევა დედაზე ნაკლებად არ უყვარს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია