"დედა, არ წახვიდე!" - როგორ დავემშვიდობოთ ბავშვს, რომ არ გამოგვეტიროს

"დედა, არ წახვიდე!" - როგორ დავემშვიდობოთ ბავშვს, რომ არ გამოგვეტიროს

ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს, არა მარტო მაშინ, როცა სახლიდან მიდიხართ, არამედ თუ "დაგავიწყდათ" მისი არსებობა და მეზობელთან, მეგობართან გააბით საუბარი. ბავშვს შეიძლება შეეშინდეს, განაწყენდეს, ტირილი დაიწყოს, ხელზე მოგქაჩოთ, რათა თქვენი თავი დაიბრუნოს. ეს ბავშვის ნორმალური რეაქციია 6-დან 18 თვემდე. როცა "უცხოებს" ელაპარაკებით, ნუ აგრძნობინებთ ბავშვს თავს მიტოვებულად, შეეხეთ, ხშირად მოეფერეთ, თავზე ხელი გადაუსვით, ამით პატარა მიხვდება, რომ დედას ახსოვს, მასთანაა. ნუ ეტყვით რომ გიშლით ნუ ეცდებით "არ შეიმჩნიოთ" მისი არსებობა. ამით კიდევ უფრო გაართულებთ მდგომარეობას. სიტუაცია, როცა დედა გვერდითაა, მაგრამ მიუწვდომელი, ბავშვისთვის გაუგებარი და საშიშია. ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს დედასთან კავშირს.

მოზრდილი "ტკიპა"

წლინახევრის ასაკში ბავშვი აცნობიერებს დედს დაკარვის შიშს. წლამდე ის დედასთან ერთ მთლიანობად აღიქვამდა თავს, ახლა კი ხვდება, რომ დამოუკიდებელი არსებაა. შესაბამისად უჩნდება განცდა, რომ შეიძლება დედის გარეშე დარჩეს.

და ბავშვი ცდილობს, მაქსიმალურად არ მოშორდეს დედას, არ დაკარგოს თვალთახედვის არედან. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა სააბაზანოში შეხვედით თუ სახლიდან წახვედით, თუ 1 წუთზე მეტ ხანს ვერ დაგინახათ, აღიქვმას საშიშროებას, რომ სამუდამოდ დაგკარგათ. მაგალითად, ბაგაში დატოვებული ბავშვი ფიქრობს, რომ დედამ სამუდამოდ დატოვა, რადგან ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ "თუ გუშინ საღამოს მომაკითხა, დღესაც მომაკითხავს". ბავშვის საშიშროება მშობლის გაუჩინარებაზე ბავშვისთვის ჩვეული მოვლენაა. ამასთანავე, დედა უნდა შეშფოთდეს, თუ ასე არ ხდება.

მარტო არ ხარ

ზოგჯერ, დედა, შვილის ისტერიკა რომ აირიდოს, ბავშვს ჩაძინებულს ტოვებს, ან ისე მიდის, რომ პატარამ ვერ დაინახოს, სანამ ბებია-ბაბუა სათამაშოებით ართობენ. დედის მოულოდნელი დაკარგვა კიდევ უფრო დიდი ტკივილია ბავშვისთვის. როცა ბავშვი აცნობიერებს, რომ მშობელი მასთან განშორებას გაურბის, მას საშიშ ტრაგედიად აღიქვამს. პატარა ჯერ ვერ ხვდება, რომ განშორება შეხვედრის გარეშე წარმოუდგენელია.

ბავშვი წინასწარ უნდა მოამზადოთ, "დედა მიდის, მაგრამ შენთან მამა დარჩება". თუ ბავშვთან სხვა ნათესავი რჩება, ბავშვს ნუ შეაჩეჩებთ და გაიქცევით, ცოტა ხანი გაჩერდით მასთან. განშორებას ნუ გააჭიანურებთ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია