ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა იმართება

 ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა იმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა იმართება. საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ დააწესა. მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, ასევე სხვადასხვა ტაძრების მრევლი მონაწილეობს. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს და ხატს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს და ოჯახის სიწმინდის დღეს მიულოცავს მრევლს, მორწმუნეებს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ აწყურის ღვთიმსშობლის ხატის ასლები, ისინი ოჯახებთან, შვილებთან ერთად იმყოფებიან. მსვლელობაში ასევე ჩოხოსნებიც მონაწილეობენ. გამართული მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი და ბარათშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ორგანიზატორებმა ბოთლებით წყალი დაახვედრეს.

"დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძის თქმით, მთელი მსოფლიოდან 200-ზე მეტი სტუმარი უერთდება საქართველოში ოჯახური კულტურის მხარდამჭერ აქცია. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ მონაწილეობას იღებს უწმინდესის მიერ დაარსებული დღის აღნიშვნაში.

იხილეთ კადრები მსვლელობიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია