ნარმანიას მოხსენება ხმაურის ფონზე - საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

ნარმანიას მოხსენება ხმაურის ფონზე - საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. პარალელურად დავით ნარმანია საკრებულოში მოხსენებით გამოდის. საკრებულოსთან შეკრებილი "პარტიზანი მებაღეები" საპატრულო პოლიციის მოწოდების მიუხედავად, დაეტოვებინათ ტერიტორია, დაშლას არ აპირებენ.

როგორც ერთ-ერთმა "პარტიზანმა მებაღემ" ნატა ფერაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ისინი საკრებულოს სხდომაზე შესვლას აპირებენ. "აუცილებლად უნდა შევიდეთ სხდომაზე და იქ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია", - განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება სამართალდამცველების მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვოთ, "პარტიზანი მებაღეების" შეფასებით, პოლიცია მათ სიტყვის თავისუფლების უფლებას უზღუდავს. "გვაიძულებენ დაშლას. პირდაპირი მოწოდებაა, რომ მათ, ვინც არ დატოვებს ტერიტორიას, 173-ე მუხლით დააკავებენ , რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ეს არის ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების უფლების დარღვევა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მარიან ყანჩაველმა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერმა დავით ნარმანიაამ სიტყვით გამოსვლა დაიწყო. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ისე "პარტიზან მებაღეებს" მასთან კითხვები ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით აქვთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია