პატრიარქი - ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო

პატრიარქი - ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო

ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება ღვთისმშობელს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატი. ხატს უწმინდესი სამების ტაძრის შესასვლელთან შეხვდა. სასულიერო პირებმა ხატი ტაძარში შეაბრძანეს და მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე, შუა ტაძარში დააბრძანეს. ტაძარში შეკრებილებს უწმინდესმა ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლის დიდ წყალობაზე ისაუბრა.

"დიდება ღმერთს. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. დიდება უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს განსაკუთრებული დღეა. შემობრძანდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ხატით ხელში. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ღვაწლს. დღეს არის ასევე ოჯახის სიმტკიცის დღე. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ლოცავს მტკიცე ოჯახს“, - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.

უწმინდესმა მრევლთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისათვის ლოცვა წარმოთქვა "მოწყალებისა კარი განგვიღე“.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გაშალა თავისი ამფორი და მფარველობს საქართველოს. მისი მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება და თაყვანს სცემს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვიწყალე და გვაცხოვნე ჩვენ“, - განაცხადა ქადაგებისას უწმინდესმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია