„ეს იყო ემოცია, აფეთქება და სისულელე...მე უნდა მეხმარა ჭკუა“ - ხატია სიჭინავა დედამთილთან საჯარო დაპირისპირებას ნანობს

„ეს იყო ემოცია, აფეთქება და სისულელე...მე უნდა მეხმარა ჭკუა“ - ხატია სიჭინავა დედამთილთან საჯარო დაპირისპირებას ნანობს

დედამთილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ ხატია სიჭინავა მომხდარს ნანობს და ამბობს, რომ მეუღლის დედასთან დაკავშირებით მსგავსი პოსტი არ უნდა გამოექვეყნებინა. როგორც გადაცემა "ანფასში" სტუმრობისას ხატიამ განაცხადა, იმ დროს ნერვებმა უმტყუნა.

"მინანია ეს საქციელი... ვფიქრობ, რომ ჩემგან არასწორი საქციელი იყო. ჩემი დედამთილი ასაკშია, ორი თვეა რაც "ფეისბუქი" გააკეთა, გონზე არ არის რა ხდება და სად რა კომენტარი დაიწერა. მე ვიცოდი და მე არ უნდა ამეტვირთა. ჩემს თავს მივაყენე ზიანი. დავალაგეთ ყველაფერი. ისეთი აჟიოტაჟი, რაც ხალხში იყო, ჩვენს ოჯახში არ ყოფილა. ეს იყო ემოცია, აფეთქება და სისულელე, რის გამოც მტერი გავახარე. ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, შენმა ქმარმა რომლის პოზიცია დაიკავაო. ჩემი ქმარი არის კაცი და არა - კაცუნა. არც ერთის მხარე არ დაუკავებია, არ ჩარეულა. მოვიდა და მითხრა, თქვენ არიეთ სიტუაცია და თქვენვე დაალაგეთო. შემდეგ ჩემი მული ჩამოვიდა მოსკოვიდან, მითხრა, რომ სასაცილოა ეს ყველაფერიო. აღდგომის დღეს ჩემი ქმრის სოფელში წავედით, იქ იყო ჩემი დედამთილიც. წარმოიდგინეთ, ჩვენს შორის ამ თემაზე კომენტარიც კი არ გაკეთებულა. მე ჩემს შეცდომას მივხვდი, ის თავის შეცდომას მიხვდა. მე უნდა მეხმარა ჭკუა. ისევ კარგი რძალ-დედამთილი ვართ", - ამბობს ხატია სიჭინავა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: დედამთილთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ ხატია სიჭინავა მეუღლეს სიყვარულს საჯაროდ უხსნის

რამაზ ნოზაძის ემოციური პოსტი - ''ღმერთმა დალოცოს ჩემი ბოროტის მსურველი''

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 615-მდე გაიზარდა

"სტილისტსა და კლიენტს შორის მცირე დაშორებაა, ამიტომ რისკი არსებობს" - სილამაზის სალონები სავარაუდოდ, მომსახურებას გააძვირებენ

"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა