ნინი ნებიერიძემ AMBEBI.GE-ს რედაქციაში გინებით დარეკა და ფანჯრების დალეწვით დაიმუქრა

ნინი ნებიერიძემ AMBEBI.GE-ს რედაქციაში გინებით დარეკა და ფანჯრების დალეწვით დაიმუქრა

რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-მ ბიზნესმენ თემურ უგულავასა და მოდელ ნინი ნებიერიძის დაშორების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენს ჟურნალისტს რამდენიმე სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წყვილის დაშორების მიზეზი თემურ უგულავას ახალი გატაცება გახდა. ამბობენ, რომ ბიზნესმენმა ამის გამო დაანგრია ნებიერიძესთან 1 წლის წინ შექმნილი ოჯახი.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ ორივესთან ვცადეთ, თუმცა არც ნინი ნებიერიძემ და არც თემურ უგულავამ ტელეფონს არ უპასუხეს. მოგვიანებით მოდელმა AMBEBI.GE-ს "ფეისბუქის" გვერდზე მოგვწერა და აღნიშნული სტატიის მოხსნა გვთხოვა. შევთავაზეთ, რომ ჩავწერდით მის კომენტარს, რომელშიც გავრცელებულ ჭორს არ დაადასტურებდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და გვერდის ადმინისტრატორს უცენზურო სიტყვებით მიმართა (არსებობს მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები).

დღეს, სტატიის გავრცელებიდან 4 დღის შემდეგ ნინი ნებიერიძემ AMBEBI.GE-ს რედაქციაში დარეკა და პორტალი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ მოდელს გაეკეთებინა კომენტარი მისი და თემურ უგულავას დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაც მოდელმა არ ისურვა და უცენზურო საუბარზე გადავიდა:

"ძალიან მაინტერესებს, რატომ წერთ ცრუ ინფორმაციებს? თქვენი კომენტარი გაიკეთეთ ტრ... სათითაოდ ყველამ, ვინც მანდ ზიხართ. დედა მომიკვდეს, თუ არ მოგივარდეთ და არ ჩაგილეწოთ ყველა შუშა ჩემი ძაან ბევრი დაცვებით, თქვე ყ....ო", - ასეთი მუქარისშემცველი ტონით ესაუბრა 19 წლის მოდელი რედაქციის თანამშრომელს (საუბრის ჩანაწერი არსებობს).

AMBEBI.GE აცხადებს, რომ ამიერიდან ნინი ნებიერიძის შესახებ საიტზე არანაირი ინფორმაცია არ გამოქვეყნდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია