თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები გადადგნენ

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები გადადგნენ

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური და ვიცე-პრეზიდენტები გადადგნენ. როგორც საბაურმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დღეს, 19:00 საათზე გაიმართება საერთო კრება, სადაც დასახელდება თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

”ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ თუ რექტორი დატოვებდა თანამდებობას, ჩვენც გადავდგებოდით. ასევე, მაისში გვეწურებოდა უფლებამოსილება და შესაბამისად, უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. ვინაიდან სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ჩვენ თანამდებობის დროზე ადრე დატოვებით არჩევნების თარიღი 6 თვით გადავწიეთ”, - განაცხადა საბაურმა.

მისივე თქმით, ის და ვიცე პრეზიდენტები ინარჩუნებენ დელეგატების ანუ ფაკულტეტის საბჭოს წევრობას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია