რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო 18 წლის ახალგაზრდების ბერად აღკვეცასთან დაკავშირებით

რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო 18 წლის ახალგაზრდების ბერად აღკვეცასთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო ორი ქართველი ახალგაზრდის საბერძნეთში ბერად აღკვეცის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არქიმანდრიტი დიონისე არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა სათანადო ნებართვის გარეშე არ უნდა განეხორციელებინა.

"უკვე სამი დღეა ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტ მათე შენგელიას და ახალგაზრდული ევროპარლამენტის წევრ, მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძის შესახებ, რომლებიც საბერძნეთში არქიმანდრიტ დიონისეს (გვარად კოლუმბოკასი) მიერ დიდ სქემაში აღიკვეცნენ.

პირადი საუბრებით ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოს ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს ორი ახალგაზრდა ადრე სხვა და სხვა ღონისძიებაზე რამდენჯერმე ესტუმრა საპატრიარქოს. მათდამი იყო კეთილგანწყობა, მაგრამ აღნიშნულ თემაზე საუბარი არასოდეს არავისთან შემდგარა.

ახლახან კი ისინი, უკვე აღკვეცილები წარუდგნენ მის უწმინდესობას სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს და იქ უთხრეს მომხდარის შესახებ. შევნიშნავთ, რომ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი) არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა არ უნდა განეხორციელებინა ჩვენის მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე; მით უმეტეს აღნიშნული პიროვნებები არიან 18-20 წლისანი და მორჩილად ყოფნის პერიოდიც არა აქვთ გავლილი.

არქიმანდრიტ დიონისესგან ეს არის მორიგი სერიოზული დარღვევა და უხეში არასწორი ქმედება. დიდ-სქემოსანმა ბერმა ირინეოსმა, (იგივე მათე შენგელიამ) და დიდ-სქემოსანმა ბერმა იერონიმემ (იგივე გიორგი ქათამაძემ) არჩევანი თვითონ გააკეთეს და ისინი ამიერიდან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღარ ეკუთვნიან", -ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ასევე იხილეთ: ბერად აღკვეცილი 18 წლის შვილის ემოციური წერილი დედას: "გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია