რომელია ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივები და რა უკუჩვენება აქვს თითოეულს?

რომელია ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივები და რა უკუჩვენება აქვს თითოეულს?

დღეს, როცა ცხოვრება და მით უმეტეს შვილების გაზრდა, არცთუ ისე მარტივი საქმეა, ოჯახის დაგეგმვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არახელსაყრელ დროს არასასურველი ორსულობა, თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა სახის კონტრაცეფციას გვთავაზობს. მთავარია, შევარჩიოთ თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალი სპეციალისტი და მივყვეთ მის მითითებებს. ერთ-ერთი ასეთი მეან-გინეკოლოგი ნუნუკა გელაშვილი გახლავთ, რომელიც "ჯანმრთელობის სახლში" მუშაობს. სწორედ ის გვესაუბრა ამომწურავად არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის გზებზე.

- არსებობს კონტრაცეფციის რამდენიმე სახე, ესაა ბარიერული კონტრაცეფცია - კონდომები როგორც მამაკაცის, ასევე ქალის, და სპერმიციდები - საშოს ტაბლეტები, გელი ან სანთელი, რომელიც იწვევს სპერმატოზოიდის აქტიურობის დაქვეითებას, ან მათ დახოცვას, ან ხელს უშლის მის შეღწევას საშვილოსნოს ღრუში და ამით ხდება დაცვა.

თავდაპირველად, განვიხილოთ ბარიერული კონტრაცეფცია. არსებობს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის კონდომები, ქალებისთვის ასევე არსებობს დიაფრაგმა, რაც გამოსაყენებლად ცოტა უხერხულია და დიდად არ უყვართ ხოლმე ქალებს მისი მოხმარება. მამაკაცის კონდომი უფრო მარტივად გამოსაყენებელია. კონტრაცეფციის ეს მეთოდები ყველაზე უფრო უსაფრთხოა, იმდენად, რამდენადაც არ შეიცავს არანაირ მედიკამენტებს, ამასთან უპირატესობად ითვლება ის, რომ ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაცვაც. აღსანიშნავია, რომ იშვიათად, თუმცა იჩენს თავს ალერგია იმ საცხზე, რომელიც უშუალოდ კონდომს გააჩნია და ესაა უხერხულობა. კონდომითა და დაიფრაგმით დაცვა საკმაოდ მაღალ პროცენტიანია, ოღონდ უნდა მიექცეს ყურადღება რომ კონდომი დაბალი ხარისხის არ იყოს, ვადა არ ჰქონდეს გასული, რომ მოხმარების დროს არ დაზიანდეს.

რაც შეეხება სპერმიციდულ აბებსა და გელებს, ისინი თავსდება საშოში, უსაფრთხოა, რადგან არ იწოვება, თუმცა ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ამასაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ყურადსაღებია ის, რომ დაცვა არაა ისეთივე მაღალი, როგორც პერორალური ტაბლეტების დროს.

ასევე არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდი – ეს გახლავთ პროგესტენული აბები, რომელიც ქალბატონმა უნდა მიიღოს დაუცველი სექსიდან 72 საათის განმავლობაში, თუმცა არსებობს დაბალდოზიანიც, რომლის დალევაც 24 საათშიც დასაშვებია. ამ აბების ხშირად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს მაინც მაღალი დოზის ჰორმონია. თუ არ დაირღვა საათობრივი განრიგი, ანუ ის 72 საათი (ან დაბალდოზიანის შემთხვევაში - ის 24 საათი), მაშინ ეს კარგი დაცვაა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, კონდომი დაზიანდა, ან არ იყო თავის დაცვის საშუალება, დამყარდა სქესობრივი კონტაქტი და დაორსულოების შანსი არსებობს.

გარდა ზემოხსენებულისა, არსებობს კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია