სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის არაცხოველური სურსათის სამმართველოს უფროსის მაია გორდაძის განმარტებით: "სურსათის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა სასმელი წყლის სინჯები აიღეს დღესაც. კლვევის შედეგებით დარღვევა არ გამოვლენილა".

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის #62 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტი ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის წესები"-ს შესაბამისად, ქლორითა და ქლორის შემცველი პრეპარატებით სასმელი წყლის გაუსნებოვნება მიეკუთვნება წყლის დამუშავების რეაგენტულ მეთოდებს, გამოირჩევა მაღალი ბაქტერიციდული ეფექტით და სადღეისოდ რჩება ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების წყლის გაუსნებოვნების პრიორიტეტულ მეთოდად. წყლის დაქლორვა გაუსნებოვნების ადვილად ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდია მისი ეკონომიურობის, ტექნოლოგიური პროცესის სიმარტივისა და წყლის გაუსნებოვნების პროცესზე ოპერატიული კონტროლის შესაძლებლობის გამო.

წაიკითხეთ: რა განცხადებას ავრცელებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისში წყლის ხარისხთან დაკავშირებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია