"თბილისში საშიში სექტა მოქმედებს"!

"თბილისში საშიში სექტა მოქმედებს"!

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფ­ორმაცია, რომ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა - უამრავი ფსიქოტროპული აბი დალია... ოჯახის წევრები მოზარდს კარგა ხანს ეძებდნენ და ბოლოს ერთ-ერთ რაიონში მიაკვლიეს... მის სიცოცხლეს სა­ფრთხე აღარ ემუქრება. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით აღძრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სექტანტებთან ჰქონდა კავშირი. ჩვენ დავ­უკავშირდით მის ახლობელს, რომელმაც მიაკვლია სექტას,­ სადაც, ძირითადად, მოზარდები არიან გაწევრებული, შეხვდა და გაესაუბრა მის წევრებსა და ლიდერს. ისინი ქალბატონს საიდუ­მლო­ ბიბლიის შემსწავლელებად გაეცნენ...

თათია გლოველი: - თავდ­აპირველად, ბავშვს ვერის სასაფ­ლაოზე, შემდეგ კი სასტუმრო "რედისონის"­ ქვეშ არსებულ ჯურ­ღმულში ვეძებდით, სადაც ენით აუწერელი ანტ­ისანიტარია დაგ­ვხვდა. ეს ბავშვები­ არ არიან ბო­მჟები, ჩვეულებრივი­ მოზარდები­ არიან და ამ კანალ­იზაციაში (სხვას­ ვერაფერს ვუწოდებ)­ იკრ­იბ­ებიან - სვამენ, ხელებს ისერავენ, ყელს სჭრიან კატებს... მათმა ლიდერმა გვითხრა, ამას პატ­ა­რები აკეთებენ, რათა ძლიერება­ დაგვიმტკიცონო.­ შემდეგ მივაგენით­ ბინას ნაძალადევში, სადაც, როგორც მითხრეს, რიტუალებს ატარებენ.

ნახეთ ვიდეო| "ემოები", "სუიციდ-ოთახი" და არასრულწლოვანთა სექტები თბილისში - შოკისმომგვრელი კადრები ქართული რეალობიდან (+18)

ბინაში ყველაფერი შავია - კედლები, ფარდები. იქ ორი გოგონა და სამი ბიჭი დაგვხვდა შუშის თვალებით. გვითხრეს, რომ ბიბლიის მეორე მხარეს სწავლობენ, ანუ საიდუმლო ბიბლიის შემსწავლელ­ები არიან. ერთმა გოგონამ მითხრა, ოჯახის მიმართ აგრესია გამიჩნდა, რადგან­ მშობლებმა მერვე კლასში სასულ­იერო სკოლაში გადამიყვანესო. მეორე გოგონამ, ჩემი იმიჯის გამო ხალხი მაქილიკებსო, არადა, არაფ­ერი ჰქონდა უცნაური, გარდა იმისა, რომ ყურთან თმა ჰქონდა ზედმეტად აჭრილი...

სრული შოკი იყო, როცა ერთმა ულამა­ზესმა ბიჭმა მითხრა, სტიქაროსანი­ ვარ, უბრალოდ, ბიბლიის მეორე­ მხარე მაინტერესებსო. წარმოიდგ­ინეთ, როგორი გაორება აქვს ბავშვს? თვალში მომხვდა კედელზე მიყუდ­ებული ამოტრიალებული ჯვარი.­ მერე მე და ჩემმა მეგობარმა­ დაკა­რგული ბავშვის ფოტო ამოვიღეთ, მათმა­ ლიდერმა­ კი რიტუალი ჩაატარა - ჯერ სანთ­ელს კბილებით თავი მოაგლიჯა და გადმოაფურთხა, მერე ჩემს მეგობარს ხელი ჩასჭიდა და კანკალი დაიწყო, გვითხრა, ბავშვი არც ამ ქვეყნ­ისაა, არც იმ ქვეყნის, გათიშულ­იაო. სექტის ლიდერი 22 წლამდე­ იქნებოდა, დანარჩენები მასზე უმც­როსები იყვნენ. ბავშვებს შავი ტანსაცმელი ეცვათ, კოჭთან სამკუთხა, რაღაც სატანური ნიშნები ეხატათ. ვეხვე­წებოდი, ბავშვებო, ასეთი საინტერესოა ცხოვრება და მშობლების ჯიბრზე როგორ შეიძლება სული გაყიდოთ-მეთქი.

- ხელებს რატომ ისერავენ?

- ტკივილს იყენებენ და სიამოვნებთ, მერე მათი დასერილი­ ხელებიდან სისხლს ლიდერი სვამს. გვითხრეს, რომ მოგვიშუშდება, ხელმეორედ ვისერავთო.

ლიდერმა­ გვითხრა, სისხლის დალევა ძალას­ მმატებსო. ამას გვეუბნება ულამაზესი­ ბიჭი, მშვიდი და კმაყოფილი სა­ხით. ჩემმა მეგობარმა ჰკითხა, ხომ შეიძლება სისხლით რაიმე დაავადება გადაგედოსო? არა, ვამოწმებთო, უპასუხა. ბევრი ბავშვი თვითმკვლელ­ობას მიმართავს, მათი რწმენით, ამით ეშმაკს ემატ­ება ძალა ("ძალას ემატება ძალა" - ასე ამბობენ).­ ბავშვი თუ განათლებულია და ორატორული­ ნიჭიც აქვს, მას ლიდერად ზრდ­იან, სუსტი ნებისყოფის ბავშვებს კი მსხვერპლად წირავენ, რათა "ძალა შეემატოს იმ დიდ ძალას"... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია