საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში ახალი, ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines შემოდის. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, TABAN Airlines იწყებს ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანსა და საქართველოს შორის შემდეგი მიმართულებებითა და სიხშირეებით: ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანი - კვირაში 2 სიხშირით; თეირანი-თბილისი-თეირანი - კვირაში 2 სიხშირით; მაშადი-თბილისი-თაბრიზი - კვირაში 1 სიხშირე; თეირანი-ბათუმი-თეირანი - კვირაში 1 სიხშირით; თაბრიზი-ბათუმი-მაშადი - კვირაში 1 სიხშირით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. ”ავიაკომპანია TABAN Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა დადებითად აისახება ტურისტული ნაკადებისა და მგზავრების რაოდენობის ზრდაზე, ვინაიდან აღნიშნული ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული”, - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია