ემუქრება თუ არა ზიკას ვირუსი საქართველოს და რა საფრთხეს უქმნის ორსულებს ვირუსით გამოწვეული დაავადება?

ემუქრება თუ არა ზიკას ვირუსი საქართველოს და რა საფრთხეს უქმნის ორსულებს ვირუსით გამოწვეული დაავადება?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ამ ზაფხულს ზიკა ვირუსმა შესაძლოა ევროპას შეუტიოს. მისი გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი კი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოში და კუნძულ მადეირაზეა, ანუ იმ ადგილებში, სადაც ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების საშიშროების დონეს ზომიერად აფასებენ, არის საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, აღმოფხვრან კოღოს გავრცელების შესაძლებლობა, ასევე დარწმუნდნენ, რომ ხალხს, განსაკუთრებით ორსულებს, აქვთ ინფორმაცია ზიკა ვირუსის შედეგების შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა. როგორც ცნობილია, ვირუსი კოღოების მიერ ვრცელდება. რამდენად რეალურია საქართველოში ვირუსის გავრცელება ამაზე კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს პაატა იმნაძეს ვთხოვეთ:

- ჯანმრთელობის საერთაშორის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უფრო სარეკომენდაციო ხასიათისაა. აქ საუბარია არა ვირუსის გავრცელებაზე, არამედ იმაზე, რომ რომ ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ის მწერი, რომელსაც გადააქვს ეს ვირუსი, თუმცა აქვე წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი დადის დასასვენებლად ლათინურ ამერიკაში (იქ, სადაც ზიკას ვირუსის უმთავრესი კერაა) საფრანგეთიდან და იტალიიდან, დარწმუნებული ვარ, გაცილებით დიდია საფრთხე, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა ეს ვირუსი საკუთარ ქვეყანაში ჩაიტანონ. ჩვენთან კი ვირუსის გავცელების რისკი მინიმალურია.

- რადგან ზიკას გადამტანი კოღო აღმოჩენილია ჩვენს ტერიტორიაზე, თუ მიმართავთ რაიმე პრევენციულ ზომებს?

- მთელ დასავლეთ საქართველოში ტარდება მწერის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომელიც შარშანაც ჩატარდა. ახლა კიდევ ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებებს (რადგან მაისია გააქტიურების სეზონი) და მოვიცავთ მთელ დასავლეთ საქართველოს. ამაში ჩართულია: ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვ.

- ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თუ ფიქსირდება ზიკას ვირუსი ან ვირუსის გადამტანი კოღო?

- დაავადების შემთხვევა არა, თუმცა გადამტანი დაფიქსირებულია რუსეთში, სხვათა შორის რუსების მიერ კოღოს დაფიქსირება მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზეც... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია