მილიარდერები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ

მილიარდერები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბევრი მილიარდერი საკუთარ მილიონებს ძვირადღირებული ავტომობილების ექსკლუზიურ მოდელებზე, პირად თვითმფრინავებსა და მდიდრულ იახტებზე ხარჯავს. თუმცა არიან მილიარდერები, რომლებიც ქონების ნახევარზე მეტს ალტრუისტული მიზნებისთვის იყენებენ და მილიონობით თანხებს არ იშურებენ ქველმოქმედებისთვის. არიან ისეთი მილიარდერებიც, რომლებიც სიკვდილის შემდეგ თითქმის მთელი ქონების დატოვებას არა საკუთარი შვილებისთვის, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გეგმავენ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ცნობილი მილიარდერების მემკვიდრეები საერთოდ ქონების გარეშე დარჩებიან - მდიდარი და ქველმოქმედი მამების ქონებისგან მათ მხოლოდ მცირედი პროცენტი შეხვდებათ.

უორენ ბაფეტი

ქველმოქმედ მილიარდერთა ჩამონათვალში რა თქმა უნდა, უორენ ბაფეტია. ცნობილმა მილიარდერმა და ფილანტროპმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დადო პირობა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ქონების 90% ქველმოქმედებას მოხმარდება. "მინდა ჩემს შვილებს იმდენი მივცე, რომ გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც უნდათ და არა იმდენი, რომ საერთოდ არაფერი გააკეთონ", - ამბობს სამი შვილის მამა უორენ ბაფეტი, რომლის ქონება "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, 73,5 მილიარდი დოლარია.

E-Bay-ის დამაარსებელი პიერ ომიდიარი

31 წლის ასაკში გამილიარდერების შემდეგ, პიერ ომიდიარიმ ქველმოქმედება ცხოვრების მთავარ მიზნად გაიხადა. 2011 წელს კი ხელი მოაწერა ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის ფილანტროპულ ორგანიზაციაში "ჩუქების ფიცი" გაწევრიანებას. მოგვიანებით კი თავად დააარსა ფილანტროპული საინვესტიციო კომპანია Omidyar Network . პიერ ომიდიარი და მისი მეუღლე ასევე დიდძალ თანხებს გასცემენ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ფრანგი მილიარდერის ქონება 2014 წლის ივლისის მონაცემებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია