„ძალიან მრცხვენოდა ჩემი ჭარბი წონის...“ - როგორ დაიკლო ქართველმა ბიზნესვუმენმა 25 კილო

„ძალიან მრცხვენოდა ჩემი ჭარბი წონის...“ - როგორ დაიკლო ქართველმა ბიზნესვუმენმა 25 კილო

თანამედროვე სამყაროში სიმსუქნესთან ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასაჭრელი პრობლემაა. წონას ზოგი პროფესიონალის დახმარებით, ზოგი ფიზიკური აქტივობით ებრძვის, მაგრამ ხშირად ნებისყოფის არქონის და არასწორი კვების რეჟიმის გამო, ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა წარუმატებლობით მთავრდება და დაკარგულ კილოგრამებს ორმაგად ვინაზაღაურებთ. თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული მაღაზიებისა და სილამაზის სალონების მფლობელმა დიანა ავილოვამ სიმსუქნე დაამარცხა და სასურველ წონას დიდი ხანია ინარჩუნებს. როგორ დაიკლო 25 კილო, ამის შესახებ დიანამ Ambebi.ge-ს უამბო.

იხილეთ ვიდეო

- როდესაც პირველ ბავშვზე ვიყავი ორსულად 27 კილო მოვიმატე, შემდეგ მეორე ბავშვიც გავაჩინე. ჭარბწონიანობის პრობლემა ორსულობის შემდეგ გამიჩნდა. უამრავი დიეტა ვცადე წონის დასაკლებად, დავიკლებდი 5-6 კილოს და 12 კილოგრამს ვიმატებდი. არადა მე წარმოვადენ ცნობილ იტალიურ ბრენდს საქართველოში და ჩემთვის უმნიშვენლოვანესი იყო კარგ ფორმაში ყოფნა, ხშირად მიწევს იტალიაში ჩასვლა კოლექციის ასარჩევად და ძალიან მრცხვენოდა ჩემი ჭარბი წონის. საბოლოოდ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება რომ ზედმატ წონას დავამარცხებდი, ამიტომ ისეთი რაციონი შევადგინე, რომელიც ჩემი საყვარელი საკვებისგან შედგებოდა, თავად შევადგინე ეს დიეტა. პირველ კვირას მოვიკელი 4 კილო, შემდეგ 12, ეს ჩემთვის კარგი სტიმული იყო და საბოლოოდ, 4 თვეში 25 კილო დავიკელი.

- რა ამოიღეთ რაციონიდან?

- რაციონიდან ამოვიღე პური, ტკბილეული, მაიონეზი, მწნილი, ტკბილი გაზიანი სასმელი. ძალიან მიყვარს ხორცი, ასევე ვჭამდი სპაგეტს, ხაჭოს, ბოსტნეულს, ხილს, შოკოლადსაც კი. ძირითადად ცილოვანი საკვებისგან შედგება. რთული დიეტა არ არის, ჭამ და იკლებ ზედმეტ კილოგრამებს. 47 წლის ვარ და ჩემს ასაკში წონის დაკლება ადვილი არ არის, 4 თვის გასვლის შემდეგ დავიწყე პურის ჭამა, სხვა პროდუქტები 6-7 თვე მაინც ამოღებული მქონდა რაციონიდან და წელიწადნახევარია ამ წონას ისევ ვინარჩუნებ.

PODIUMIS დიანას დიეტა:

ყავა, ჩაი უშაქროდ რძის გარეშე, მწვანილი, ბალზამიკო ან ლიმნის წვენი გამოიყენეთ სურვილისამებრ, მთელი დღის მანძილზე 3 ლიტრამდე წყალი. ყველაფერი მარილის გარეშე. 4 საათიდან 5 საათამდე 30გრ. შავი შოკოლადი სურვილისამებრ.

1-დღე

საუზმე - 2 ცალი კარგად მოხარშული კვერცხი.

30 წუთის შემდეგ ნახევარი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

სადილი - 200გრ. მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, 1 კიტრი. 1 პომიდორი.

ვახშამი - 1 ჩაის ჭიქა მაწონი ან 200გრ. ხაჭო ან 100გრ. ყველი (გუდის გარდა.)

2-დღე

საუზმე იგივე.

სადილი - 200 გრ. საქონლის ხორცი, 1 კიტრი. 1 პომიდორი.

ვახშამი იგივე, რაც წინა დღით.

3-დღე

საუზმე იგივე.

სადილი - 300გრ. მოხარშული თევზი. 1 კიტრი. 1 პომიდორი.

ვახშამი იგივე რაც წინა დღეს

4-დღე

საუზმე იგივე

სადილი 200გრ. სპაგეტი, 1 პომიდვრის წვენით,

ვახშამი იგივე, რაც წინა დღეს

5-დღე

საუზმე იგივე.

სადილი - 100გრ ლიტვური პური, 30გ კარაქი. 1 კიტრი. 1 პომიდორი.

ვახშამი - იგივე რაც წინა დღეს

6-დღე

საუზმე - იგივე

სადილი - 4ც მოხარშული საქონლის სოსისი. 1ც კიტრი, 1 პომიდორი.

ვახშამი იგივე რაც წინა დღეს

7-დღე

ვიმეორებთ ნებისმიერი დღის რაციონს, თქვენი სურვილისამებრ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია