"რაც ეს ხილ­ვე­ბი და­მეწყო, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცა"

"რაც ეს ხილ­ვე­ბი და­მეწყო, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცა"

"არ ვი­ცი, რა­ტომ გა­მიჩ­ნ­და თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ მინ­და, ჩემს ოჯახ­ზეც გი­ამ­ბოთ და თან, ყვე­ლა ჯი­უტ ქალ­ბა­ტონს ვურ­ჩიო, რომ რქე­ბით არ მი­აწ­ვ­ნენ ცხოვ­რე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ისე მოხ­დე­ბა, რო­გორც უფალს სურს და არ ღირს ნერ­ვე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა იმის გა­მო, რა­მაც შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბაც კი მოგ­ვი­ტა­ნოს. უც­ნა­უ­რი რამ შე­მემ­თხ­ვა 15 წლის ასაკ­ში და მას მე­რე, თა­ვი უბე­დუ­რი მე­გო­ნა... რო­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მიც­ვა სა­დარ­დელ­მა და ტკი­ვილ­მა ლა­მის გა­დამ­რია, სწო­რედ მა­შინ გა­მო­მიგ­ზავ­ნა გან­გე­ბამ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩე­მი სუ­ლის ნა­წი­ლად იქ­ცა და ცხოვ­რე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნი­ურ სა­მოთხედ მიქ­ცი­ა", - ბა­თუ­მელ 53 წლის ნი­ნოს ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე.

- სა­ო­ცარ ქა­ლაქ­ში და­ვი­ბა­დე. ბა­თუ­მი ისე მიყ­ვარს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, აქე­დან სად­მე წა­ვი­დე და რამ­დე­ნი­მე სა­ა­ათ­ში შინ დაბ­რუ­ნე­ბა არ მო­მინ­დეს. ბა­თუმ­ში ჩე­მი ჰა­ე­რია, რო­მელ­საც ხარ­ბად ვი­სუნ­თ­ქავ და ის წყა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ წყურ­ვილს მიკ­ლავს. თუმ­ცა, იყო დრო, რო­ცა აქ ცხოვ­რე­ბაც კი ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცა ჩემ­თ­ვის და ეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ ხდე­ბო­და. მაგ­რამ მე­რე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და და ახ­ლა ბედ­ნი­ე­რი ვარ... 14 წე­ლი რომ შე­მის­რულ­და, დე­დამ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი შინ და­პა­ტი­ჟა. მა­ნამ­დე ვინც არ იცო­და, იმათ­მაც გა­ი­გეს, რომ მდიდ­რულ სახ­ლ­ში ვცხოვ­რობ­დი და რა­საც ვი­სურ­ვებ­დი, ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და. მა­მა მეზღ­ვა­უ­რი გახ­ლ­დათ, დე­და - ექი­მი. ისი­ნი მე და ჩემს ძმას ყვე­ლა­ნა­ირ სურ­ვილს გვის­რუ­ლებ­დ­ნენ, თუU რა თქმა უნ­და, სახ­ლ­ში ძრო­ხის შე­მოშ­ვე­ბას ან ბულ­დო­ზე­რით ყვე­ლაფ­რის გა­დათხ­რას არ მო­ვი­სურ­ვებ­დით. 14 წლის გო­გოს მშოOბლებმა სა­ო­ცა­რი რო­ი­ა­ლი მა­ჩუ­ქეს. მე კი ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ავ­ტირ­დი. მუ­სი­კა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რია და პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვ­რა ისე მე­ხერ­ხე­ბა, რო­გორც თევზს წყალ­ში ცურ­ვა. კარგ მო­მა­ვალს მი­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი. ერ­თი მოს­მე­ნით ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის მე­ლო­დი­ას ავაწყობ და თა­ვა­დაც ბევ­რი მაქვს და­წე­რი­ლი, მაგ­რამ რად გინ­და, ამ საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი არა­ფერ­ში წამ­დ­გო­მია, გარ­და იმი­სა, რომ მე­გობ­რებს, თა­ნა­მე­სუფ­რე­ებს, ახ­ლობ­ლებს ვა­ხა­რებ­დი.

- რა მოხ­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მა­შინ, რო­ცა 15 წლის იყა­ვით?

- მა­მა გარ­და­მეც­ვა­ლა და მას შემ­დეგ, სა­ში­ნელ სიზ­მ­რებს ვნა­ხუ­ლობ­დი. მეჩ­ვე­ნე­ბო­და თუ მე­ლან­დე­ბო­და, რომ მი­სი სიკ­ვ­დი­ლი ვი­ღაც ქა­ლის ბრა­ლი იყო. თით­ქოს ცხად­შიც ვხე­დავ­დი რა­ღა­ცებს. თა­ვი­დან ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ეს ემო­ცი­ე­ბის ბრა­ლი იყო, მე­რე კი ამ­ბობ­დ­ნენ, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის, მკითხა­ო­ბის ნი­ჭი აქ­ვ­სო. რო­ცა დე­დამ თურ­ქეთ­ში გა­და­მიყ­ვა­ნა, იქ ფსი­ქო­ლოგ­მა ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე ახ­ს­ნა: ეტყო­ბა, მძი­მე დარ­ტყ­მის ფონ­ზე, მის­მა ემო­ცი­ებ­მა სხვა­ნა­ი­რი გან­ვი­თა­რე­ბა პო­ვა. ბავშვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი აქვს. აქამ­დე მი­სი ეს ნი­ჭი თუ და­ფა­რუ­ლი იყო, ახ­ლა თა­ვი იჩი­ნა. თუ არა გინ­დათ, მო­მა­ვალ­შიც შე­ა­წუ­ხოს ხილ­ვებ­მა, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვე შე­უქ­მე­ნით. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­ცა მა­მის სიკ­ვ­დილს შე­ე­გუ­ე­ბა

და მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას ის­წავ­ლის, შე­იძ­ლე­ბა, ამ ხილ­ვებ­მაც უკან და­ი­ხი­ოს და თქვე­ნი გო­გო­ნა აღარ და­ტან­ჯოს. მაგ­რამ მის­თ­ვის ზედ­მე­ტი ემო­ცი­უ­რ­ო­ბა კარ­გის მომ­ტა­ნი ვერ იქ­ნე­ბაო. ჰო­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მიფ­რ­თხილ­დე­ბოდ­ნენ დე­და, ძმა, ნა­თე­სა­ვე­ბი. ნაც­ნო­ბებს მოს­წონ­დათ ჩემ­თან ლა­პა­რა­კი, რად­გან იცოდ­ნენ, მათ მო­მა­ვალ­ზე ან წარ­სულ­ზე რა­ღა­ცას აუცი­ლებ­ლად ვეტყო­დი. სტუ­მა­რი რომ მო­დი­ო­და, მას გა­ნა, ყა­ვით ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­დით? სა­დი­ლი გა­მოგ­ვ­ქონ­და და ჭი­ქა ღვი­ნოც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ე­ლი­ათ, მა­მას მო­სა­გონ­რად. ასე­თი ტრა­დი­ცია დამ­კ­ვიდ­რ­და ჩვენს ოჯახ­ში. ჰო­და, ღვი­ნოს რო­გორც კი და­ლევ­დ­ნენ, მა­შინ­ვე მეწყე­ბო­და ხილ­ვა და თუ რა­ი­მე საფ­რ­თხის წი­ნა­შე იყ­ვ­ნენ, აუცი­ლებ­ლად ვამ­ბობ­დი. მა­შინ დე­და­მაც არ იცო­და, ეს თუ არა­ეკ­ლე­სი­უ­რი და ჩვე­ნი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. უფ­რო მე­ტიც, უფა­ლი კი გვწამ­და, მაგ­რამ ისე­თი მორ­წ­მუ­ნე­ე­ბიც არ ვყო­ფილ­ვართ, მარ­ხ­ვა რომ შეგ­ვე­ნა­ხა, წირ­ვა­ზე გვევ­ლო... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ