ღამე მუზეუმში - ღონისძიებებს თბილისსა და რეგიონებში უამრავი ადამიანი დაესწრო

ღამე მუზეუმში - ღონისძიებებს თბილისსა და რეგიონებში უამრავი ადამიანი დაესწრო

მუზეუმის საერთაშორისო დღე, მთელს მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღნიშნება. უკვე მეცხრე წელია მსოფლიოს საქართველოც უერთდება და მუზეუმის კარებს, ყველა მსურველისთვის აღებს. მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებით საინტერესო 21 მაისის ღამე აღმოჩნდა. "ღამე მუზეუმში"- საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მუზეუმში, ნებისმიერ მსრურველს საღამოს 9-დან ღამის 01:00 საათამდე უფასოდ შესვლა და წარსულში მოგზაურობა შეეძლო... ღონისძიებებს თბილისსა და რეგიონებში უამრავი ადამიანი დაესწრო.

თბილისის ისტორიის მუზეუმში, ღამის გატარების პირველი მსურველი 9-ის ნახევარზე გამოჩნდა. ნელ-ნელა იზრდებოდა ხალხის რაოდენობა და განსაკუთრებულად გამოიყურებოდა მუზეუმის 50 000-ზე მეტი ექსპონატი. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ აღმოსავლური კოლექციების გამოფენა, გამხდარიყვნენ თვითმხილველები იმისა, თუ როგორ ქმიან მხატვრები აღმოსავლეთის თემაზე კომპოზიციებს. მუზეუმში მეგზურობას მათ განსაკუთრებული გიდები - "ტფილისის ჰამქრის" წევრი ცირა ელისაშვილი, ტრადიციული რეწვის ასოციაციის პრეზიდენტი ირინა მანია და ფოტოგრაფი გოგო ჩანადირი უწევდნენ.

იხილეთ ვიდეო: მოგზაურობა წარსულში - რა ნახეს ჟურნალისტებმა ღამით, როცა მუზეუმის კარი დაიხურა

"ეს არის ადვილი გზა ადამინები მოვიყვანოთ მუზეუმებამდე. განსაკუთრებით ისინი, ვინც სამსახურის გამო ვერ ახერხებენ მუზეუმში მოსვლას. მე ვარ ერთერთი მასპინძელი. დამთვალიერებლებს თბილისის შესახებ ვუყვები და ვცდილობ მათ სხვანაირი თბილისი დავანახო. ისეთი როგორსაც ვხედავ მე"- აღნიშნა ერთ-ერმა მასპინძელმა გოგა ჩანადირმა.

ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში მოეწყო კოსტიუმირებული ღონისძიება და კონცერტი ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეთა ორკესტრის მონაწილეობით. სპეციალურად მომზადებული ინსტალაციის საშუალებით, პროექტის "რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან საქართველოში" ფარგლებში, მუზეუმის სტუმრებმა სასახლის კედლებზე შოთა რუსთაველისა და უილიამ შექსპირის საუკეთესო ციტატები და ფრაზები წაიკითხეს, რომელიც ორი დიდი გენიოსის იუბილეს ეძღვნება. ღამის პირველ საათამდე ღია იყო მუზეუმის ყველა კარი და ყველა დარბაზი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა სამუზეუმო ექსპონატების ორიგინალებს განსაკუთრებულ, ზღაპრულ გარემოში გაცნობოდა. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსახიობების მონაწილეობით მოეწყო "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმა. დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ კი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს "ფიროსმანის ზმანება" უმასპინძლა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობდნენ.

მუზემში მორიგი ერთი ღამის გატარებას მსურველები უკვე მომავალ წელს შეძლებენ. მუზეუმის კვირეული დასრულებულია.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია