შსს -ს განცხადება რამდენიმე ქუჩაზე მოძროაბის შეზღუდვასთან დაკავშირებით

შსს -ს განცხადება რამდენიმე ქუჩაზე მოძროაბის შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, 25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა ასევე შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე, კერძოდ ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე,

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია