გაყინული ხორცი - საფრთხე მთელი საქართველოსთვის

გაყინული ხორცი - საფრთხე მთელი საქართველოსთვის

ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოები სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა წილი უჭირავს გაყინულ ხორცს ადგილობრივ წარმოებაში, არ არსებობს, თუმცა ძალიან მაღალი რომ არის, ამაზე იმპორტის მუდმივი ზრდა მეტყველებს. უხეში გათვლებით, ადგილობრივ წარმოებაში გაყინული ხორცპროდუქტების წილი 60%-ს აღემატება.

გაყინული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუკი შენახვისას ტექნოლოგიური პროცესი არ ირღვევა, მაგრამ ერთგრადუსიანი ტემპერატურული ცვლილების შემთხვევაშიც კი, მისი მუდმივად მოხმარება უკვე საშიში ხდება. სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია იმ ადამიანებისთვის, ვისაც თირკმლისა და ღვიძლის პრობლემა აქვს, თუმცა კარგი არც ჯანმრთელი ადამიანებისთვისაა. გაყინულ ხორცში მწარმოებელი იყენებს სტაბილიზატორებსაც, მათი უმეტესობა კი ადამიანის ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენის პროცესზე და შემდგომ ნივთიერებათა ცვლაზე ნეგატიურად მოქმედებს.

გაყინული ხორცის იმპორტი მუდმივად მზარდია

საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 131 ათას ტონაზე მეტ ხორცს და ხორცპროდუქტებს მოიხმარს. აქედან დაახლოებით 40% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, დანარჩენი 60% კი იმპორტირებულია.

სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში ქვეყანაში დაახლოებით 79-80 ათასამდე ტონა ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოტანა ხდება. ოფიციალური სტატისტიკით, წელს, იანვარ-აპრილში ქვეყანაში უკვე შემოვიდა 1,088,41 ათასი დოლარის გაყინული საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცპროდუქტები. ბაზარზე გაყინული ხორცის ფასი 5-7 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გაყინული ხორცი რამდენიმე ქვეყნიდან შემოდის. ლიდერთა სამეული ასეთია: ბრაზილია, არგენტინა, ინდოეთი. სპეციალისტების თქმით, გაყინული პროდუქტი, ადგილობრივ ხორცთან შედარებით, იაფია და მაღალი მოგების მისაღებად სწრაფი კვების ობიექტებისა და რესტორან-სასტუმროების მხრიდან მასზე მოთხოვნა დიდია. ხორცის ხარისხის კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, მწარმოებელ ქვეყანაში ხდება და პროდუქტი საქართველოში შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატით შემოდის.

მავნებელია თუ არა გაყინული ხორცი?

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია