"მო­ვი­და იმი­ტომ, რომ გვყვა­რე­ბო­და და წა­ვი­და, რომ აღ­მოგ­ვე­ჩი­ნა"

"მო­ვი­და იმი­ტომ, რომ გვყვა­რე­ბო­და და წა­ვი­და, რომ აღ­მოგ­ვე­ჩი­ნა"

"სრულ­ქ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მ­ნა თა­ვის­თა­ვად, მთლი­ან, გა­ო­რე­ბუ­ლი მეს მთე­ლად მომ­ხელ­თე­ბელ შე­მოქ­მედს შე­უძ­ლი­ა", - წერ­და XX სა­უ­კუ­ნის "ჯე­რაც შე­უს­წავ­ლელ მწვერ­ვა­ლად" მიჩ­ნე­უ­ლი მხატ­ვა­რი, პო­ე­ტი, კრი­ტი­კო­სი და ფი­ლო­სო­ფო­სი ეს­მა ონი­ა­ნი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ეამა­ყე­ბო­და, "ე­სამ­კა­უ­ლე­ბო­და" თა­ვი­სი სვა­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა და იმე­რელ აბა­ში­ძე­თა შთა­მო­მავ­ლო­ბა დე­დის მხრი­დან...

ეს­მა ონი­ა­ნის საკ­მა­ოდ რთულ, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­როს­თან ჩე­მი მი­ახ­ლე­ბა მის ბი­ნა-სა­ხე­ლოს­ნო­ში შე­მოქ­მე­დის დის, ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნე ონი­ა­ნის მი­პა­ტი­ჟე­ბით და­იწყო. გა­მა­ო­ცა ფერ­თა გა­მის მთა­ვა­რი ფე­რის, წით­ლის ვა­რი­ა­ცი­ე­ბის - მე­წა­მუ­ლის, ენ­დ­როს­ფე­რი­სა და ძო­წის­ფე­რის სი­უხ­ვემ. სა­აღ­დ­გო­მო კვერ­ცხის­ფ­რად და­ფე­რი­ლი ტი­ლო­ე­ბის ბრწყინ­ვა­ლე­ბა­ში შე­მა­ლულ პორ­ტ­რე­ტებ­სა და კომ­პო­ზი­ცი­ებს ვაჟ­კა­ცუ­რი ხე­ლი უფ­რო ეტყო­ბო­დათ, ვიდ­რე "დე­დოფ­ლად და­ბა­დე­ბუ­ლი" (ნო­დარ ნა­თა­ძე), "თხე­ლი, კე­ნა­რი, თით­ქოს ჰა­ერ­ში მო­ფარ­ფა­ტე ტა­ნის, შვლის ნუკ­რის­თ­ვა­ლე­ბა" (დო­დო­ნა კი­ზი­რი­ა) ქა­ლის სუს­ტი მარ­ჯ­ვე­ნი­სა. გა­ე­ღი­მა ქალ­ბა­ტონ ირი­ნეს: ერ­თ­მა იაპო­ნელ­მა, კი­დევ - ფრან­გ­მა და გერ­მა­ნელ­მა ცოლ-ქმარ­მაც გა­ო­ცე­ბით იკითხეს, ეს­მა ქა­ლის სა­ხე­ლია თუ მა­მა­კა­ცი­სო?..

"ეს­მა ონი­ა­ნის ბუ­რუ­სე­ბი­დან გა­მო­ნა­თე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი რა­ღა­ცით უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პორ­ტ­რე­ტე­ბი!" - წერ­და მა­კა ჯო­ხა­ძე და ერ­თი ემო­ცია გა­მახ­სენ­და. ეს­მას ნა­მუ­შევ­რე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნე, მე და ჩემს პო­ეტ მე­გო­ბარ ლა­ლი ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილს მთე­ლი გა­ტა­ცე­ბით გვიყ­ვე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა ამ­ბავს. უკან მი­ვი­ხე­დე და გავ­შეშ­დი! ჩვენ­კენ ზურ­გ­შექ­ცე­ვით მდგა­რი, შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის უზარ­მა­ზა­რი ფი­გუ­რა იმ­დე­ნად "ცოცხა­ლი" იყო, ლა­მის შევ­ყ­ვი­რე: ვინ არის, აქ რა უნ­და-მეთ­ქი?!. ასე­თი ეფექ­ტის მოხ­დე­ნა მხო­ლოდ ნამ­დ­ვილ, ჭეშ­მა­რიტ ფერ­წერს ძა­ლუძს, ის კი მე­სა­მე კურ­ს­ზე სწავ­ლი­სას შე­უქ­მ­ნია ეს­მას...

ლექ­სე­ბის, ესე­ე­ბი­სა და ჩა­ნა­წე­რე­ბის კითხ­ვას იმ სა­ღა­მოს­ვე შე­ვუ­დე­ქი. "თქვენ მე ვერ მი­პო­ვით ბზარს, ვერ­სა­ი­დან შე­მო­მეღ­ვ­რე­ბით, ვერ მი­ე­წე­ბე­ბით, მი­ე­მა­ტე­ბით; ვერ პო­უ­ლობთ ნა­წი­ბურს, რო­მე­ლიც მი­სი გა­დახ­ს­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემ­დათ!" - "ვუს­მენ­დი" ეს­მას და ნე­ბის­მი­ერ კითხ­ვა­ზე ვპო­უ­ლობ­დი პა­სუხს. მის ღრმა, თა­მამ, კა­ტე­გო­რი­ულ, ფი­ლო­სო­ფი­ურ მსჯე­ლო­ბებ­შიც "აღ­მო­ვა­ჩი­ნე მა­მა­კა­ცი". არც ეს­მამ "და­ა­ხა­ნა": "თუ ტვი­ნი ნამ­დ­ვი­ლი­ა" მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, მა­შინ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ტვი­ნებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ არ­სე­ბობ­სო! "ჭეშ­მა­რი­ტი ის არის, რა­საც ყვე­ლა და ყო­ველ­თ­ვის და­ნატ­რე­ბუ­ლია, რაც აუცი­ლებ­ლად იკ­ვ­ლევს გზას ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­სა­კენ, რა­საც ვერ ერე­ვა, ვერ ახუ­ნებს დრო, რა­საც არ სჭირ­დე­ბა შემ­დ­გომ­ში შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი!.."

შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ხელ­წო­დე­ბის მქო­ნე სქელ­ტა­ნი­ან წიგნს - "ი­სევ მე ვარ?! ისევ მოვ­სულ­ვარ!" - ამ­შ­ვე­ნებს წარ­წე­რა: "ეს­მა ონი­ა­ნი XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი მხატ­ვა­რია. აღ­ტა­ცე­ბით, რე­ზო გაბ­რი­ა­ძე". უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნიც ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნია შე­ფა­სე­ბა­ში, რომ ეს­მა ნამ­დ­ვი­ლი მოვ­ლე­ნა გახ­ლ­დათ... ასე­თე­ბის მი­ღე­ბა კი უჭირს სა­ზო­გა­დო­ე­ბას!GზაPრესს

არც ეს­მა აღ­მოჩ­ნ­და გა­მო­ნაკ­ლი­სი!..

"ი­ბა­დე­ბა ადა­მი­ა­ნი და მას­ში მა­რა­დი­უ­ლის ხსოვ­ნა, ერ­თი­ა­ნო­ბა უსას­რუ­ლო­ბას­თან, ცინ­ცხა­ლია. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, სუ­ლი ძველ­დე­ბა და შორ­დე­ბა მა­რა­დი­ულ-ჭეშ­მა­რიტს... ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბით სწო­რედ ამას მინ­და შე­ვახ­სე­ნებ­დე ადა­მი­ანს", - წერ­და ეს­მა და იმ უღ­მერ­თო სა­უ­კუ­ნე­ში, კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, ბე­დავ­და, ხმა­მაღ­ლა ესა­უბ­რა ღვთა­ებ­რი­ო­ბა­ზე, ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა­ზე!

ბევრს მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნ­და მი­სი წე­რის სტი­ლიც. "თა­ვი­სუ­ფა­ლი ლექ­სი ჩემ­თ­ვის "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მკაც­რი სა­კა­ნი­ა". ჭეშ­მა­რი­ტის სრულ­ფა­სოვ­ნად, სის­რუ­ლით ამომ­ც­ნო­ბი კი ისე­ვე ცო­ტაა, რო­გორც თა­ვად ჭეშ­მა­რი­ტი!" - წერ­და ის.

ბევ­რი წე­ლი იყო და­კე­ტი­ლი ეს­მას­თ­ვის რე­დაქ­ცი­ე­ბის კა­რე­ბი, მაგ­რამ სკო­ლა­ში­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი, თავს ვერ აკად­რებ­და, გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი­ყო: "არ მე­კად­რე­ბა ეს­მას, სიბ­რა­ზით ენის ლეს­ვა. არ მი­ბეჭ­და­ვენ? გა­დავ­წერ, მო­მირ­თ­მე­ვია ესა; ნაკ­ლე­ბი ბი­ჭე­ბი იყ­ვ­ნენ, ხე­ლით თუ წერ­დ­ნენ ლექ­ს­სა?!"

მას­თან ღმერ­თი იყო, ყვე­ლაფ­რის საწყი­სი და სას­რუ­ლი, სწო­რი აზ­რის, ხედ­ვის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი: "ვი­საც აქვს მა­რა­დი­უ­ლის, მთავ­რის, უმაღ­ლე­სის, უკე­თე­სის ხსოვ­ნა-სარ­ჩუ­ლი, ამით ში­ნა­გა­ნი სი­სავ­სე-სი­მაძღ­რე, ის აქა­უ­რო­ბა­ში არ კარ­გავს ღირ­სე­ბას, გო­ნე­ბას; არ წვრილ­მან­დე­ბა, არ გა­მო­ე­დევ­ნე­ბა, არ გა­აფ­თ­რ­დე­ბა აქა­ურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე".

და ყო­ვე­ლი­ვე, რაც ნამ­დ­ვი­ლია და შე­უმ­ღ­ვ­რე­ვე­ლი, რაც სიყ­ვა­რუ­ლი­თაა შო­ბი­ლი, აუცი­ლებ­ლად პო­უ­ლობს გზას: ჟურ­ნალ "დი­ლა­შიც" და­ი­ბეჭ­და ეს­მას სა­ბავ­შ­ვო ლექ­სე­ბი, მცი­რე ზო­მის კრე­ბუ­ლე­ბიც გა­მო­ი­ცა წიგ­ნის პა­ლა­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, ალექ­სან­დ­რე ჩიკ­ვა­ი­ძი­სა და ნო­დარ ნა­თა­ძის უშუ­ა­ლო მხარ­და­ჭე­რით. მა­ნამ­დე კი, რო­დე­საც "ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს" შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლი­ტე­რა­ტო­რი და კრი­ტი­კო­სი რე­ზი თვა­რა­ძე ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, პუბ­ლი­კამ ეს­მას ხუ­თი მოზ­რ­დი­ლი ლექ­სი წა­ი­კითხა ამ გა­ზეთ­ში და არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცი­აც მო­ა­ყო­ლა:

"ეს გახ­ლ­დათ სენ­სა­ცი­აც, შო­კიც და ერ­თ­გ­ვა­რი თავ­ზარ­და­ცე­მაც გარ­კ­ვე­უ­ლი წრე­ე­ბი­სათ­ვის. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რჩე­ულ ნა­წილს აღ­ტა­ცე­ბი­სა­გან, ამ ლექ­სე­ბის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბი­სა­გან თავ­ბ­რუ და­ეს­ხა, ნა­წი­ლი მტრუ­ლად გა­ნეწყო, რად­გან ეს­მას მოს­ვ­ლამ და­ა­დას­ტუ­რა ერ­თი უეჭ­ვე­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ შე­მოქ­მე­დი - პო­ე­ტი, მხატ­ვა­რი, მუ­სი­კო­სი, ეს არის უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სუ­ლის გაცხა­დე­ბა. მას თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით მო­აქვს ზე­ცი­უ­რი სამ­ყა­როს, ზეს­თა­სოფ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნად და გვა­ზი­ა­რებს ღვთა­ებ­რივ სი­მაღ­ლეს და მშვე­ნი­ე­რე­ბას", - წერ­და რე­ზი თვა­რა­ძე.

ეს­მას ჭეშ­მა­რი­ტი სი­ცოცხ­ლე მი­სი უეცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1999 წლის 31 იან­ვ­რი­დან და­იწყო. გა­მო­ი­ცა წიგ­ნე­ბი, ალ­ბო­მე­ბი, ეწყო­ბა გა­მო­ფე­ნე­ბი...

პირ­ვე­ლი­ვე გა­მო­ფე­ნა­ზე, 2000 წლის 5 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში მო­სუ­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­ფა­სებ­ლე­ბი დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ ეს­მა ნამ­დ­ვი­ლად დი­დი, სა­ინ­ტე­რე­სო ფერ­მ­წე­რი იყო. "გუ­ლის­ტ­კი­ვილს გვიმ­სუ­ბუ­ქებს მი­სი უზარ­მა­ზა­რი და­ნა­ტო­ვა­რი, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა, ბრწყინ­ვა­ლე მხატ­ვ­რო­ბა და ბრწყინ­ვა­ლე პო­ე­ზი­ა", - ბრძა­ნა მა­შინ ემირ ბურ­ჯა­ნა­ძემ. აღ­ტა­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი თუ უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი. მის პო­ე­ზი­ას, მო­საზ­რე­ბებს, ფორ­მუ­ლებს, შე­გო­ნე­ბებს, მა­ნამ­დე არარ­სე­ბულ სიტყ­ვებს, ჭეშ­მა­რი­ტი სიტყ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს უწო­დებ­დ­ნენ ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სე­ბი.

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია