"სასწაული მოხდება, ბენზინს გადავისხამ!" - შსს-სთან მიმდინარე აქციის მონაწილე

"სასწაული მოხდება, ბენზინს გადავისხამ!"  - შსს-სთან მიმდინარე აქციის მონაწილე

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ახლობლები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდასაჭერად მივიდნენ.

მათი თქმით, სპორტსმენებს კორცხელში დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ შეურაცხყოფა ვერ აიტანეს. სპორტსმენების დაკავების შემთხვევაში აქციის ერთ-ერთი მონაწილე თავის დაწვითაც დაიმუქრა.

იხილეთ ვიდეო: სასწაული მოხდება, ბენზინს გადავისხამ! - სპორტსმენების მხარდამჭერი აქციის მონაწილე

"ამაზე მეტად სცემეს ბოკერია? მაინც არ დაგაჭერინებთ... როგორ გაბედეს არა ბოკერიას, რომ ხელი დაადეს? ამ გარეწარს... სასწაული მოხდება, ბენზინს გადავისხამ!", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ჟურნალისტებს მობილური ტელეფონით კადრები აჩვენა, სადაც მისი თქმით ჩანს, თუ როგორ სცემეს 26 მაისის აქციაზე.

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან. შსს-ს შენობასთან კი მათი მხარდამჭერები და ახლობლები არიან შეკრებილი. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

იხილეთ: დააკავეს თუ არა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები - შსს-ს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია