რა საკითხებს განიხილავენ დღეს წმინდა სინოდის კრებაზე

რა საკითხებს განიხილავენ დღეს წმინდა სინოდის კრებაზე

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც „ამბები.გე“-ს საპატრიარქოდან აცნობეს, სხდომა 11:00 საათზე დაიწყება და ძირითადი განსახილველი საკითხი საბერძნეთში, კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მზადება იქნება.

სხდომის ოქმი დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.

ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უხელმძღვანელებს.

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში, (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდებოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია