რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საცობებია

 რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საცობებია

26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, მიმდებარე ქუჩებზე საცობებია შექმნილი. ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია როგორც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის მიმდებარე ქუჩებზე, ისე ვარაზისხევსა და ელბაქიძის აღმართზე.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოძრაობის დარეგულირებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ. "ყველა ქუჩაზე, სადაც მოძრაობა შეფერხებულია, გასულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - როგორც ქვეითები, ასევე ეკიპაჟები და ისინი მაქსიმალურად არეგულირებენ მოძრაობას", - განაცხადეს შსს-ში.

დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების გამო შეიზღუდა.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 00:30 საათიდან დაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა ასევე შეიზღუდა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე, კერძოდ ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

უწყების განმარტებით, ავტომანქანები მოძრაობენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია