"მამამისიც, თითქმის 40 წლისა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა..." - რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დაღუპვამდე მღვდელ-მონაზონმა ბასილიმ

"მამამისიც, თითქმის 40 წლისა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა..." - რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დაღუპვამდე მღვდელ-მონაზონმა ბასილიმ

17 მაისს გამთენიისას, 01:00 საათზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ "ოპელის" მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა. ავტომანქანას 43 წლის მღვდელ-მონაზონი ბასილი კორტავა მართავდა. მისი ცხედარი მაშველებმა ტრაგედიიდან მეხუთე დღეს ამოიყვანეს მდინარიდან.

დაღუპული მღვდელ-მონაზონი ბოლო პერიოდში სამების ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში მსახურობდა. მის შესახებ ჟურნალ "სარკეს" სამების ლავრის კეთილმოწესე, არქიმანდრიტი ისააკ ღადუა ესაუბრა: "ეს იყო ადამიანი, რომელმაც ბერობის სამივე აღთქმა - ქალწულება, უპოვარება და მორჩილება - იმდენად ზედმიწევნით შეასრულა და დაიცვა, რომ თამამად შეიძლება ითქვას, წმინდა კაცი იყო თავისი ცხოვრებით, თავისი აღსარებით.

...მამა ბასილი მონასტერში ცხოვრობდა. რაც იქ მოვიდა, მონასტრის გარეთ ერთი ღამეც არ გაუთენებია. იმ საღამოს გამონაკლისი შემთხვევა იყო, მოსვლა დააგვიანდა. ღამის პირველი საათი ხდებოდა, როცა მონასტრისკენ მოდიოდა. სახლის კურთხევაზე წასულა. ერთი ახლობელი ჰყავდა, გაჭირვებული ოჯახი იყო, რომლის სახლიც უნდა ეკურთხებინა. მამა ბასილს ერთ-ერთი მეგობრისთვის უთქვამს, ოჯახს წინასწარ რომ ვუთხრათ, შეწუხდებიან, ამიტომ ისე მივიდეთ, ვაკურთხოთ და გავახაროთო. მოულოდნელად მიადგნენ, სახლი აკურთხეს. ჩვენ ვიკითხეთ, სუფრა ხომ არ იყო, ხომ არ დაჯდა, ხომ არ დალია-თქო. გვიპასუხეს, არა, ისე გააკეთა ყველაფერი, ვერაფერი მოვასწარითო. იქ მისი რამედნიმე მეგობარი ერისკაციც ყოფილა... მამა ბასილი თურმე მთელი საღამო იმაზე საუბრობდა ბერად როგორ აღიკვეცა, როგორ იცხოვრა... უთქვამს, წუხელ უცნაური სიხმარი ვნახეო, მთაწმინდაზე მამადავითის ტაძარში ვიყავი, რაღაც ადგილი მომიჩინეს, შენი ადგილი აქ იქნებაო. წვიმდა, ვსველდებოდი და ვფიქრობდი, ამ წვიმაში რატომ ვარო. მამები ცალკე იდგნენ, მშრალები ივნენ, არ სველდებოდნენ. მარტო მე ვსველდებოდი და მიკვირდა, ეს ადგილი მე რატომ მომიჩინესო. იმ საღამოს რამდენიმე საათში წყალში გადავარდა" - იხსენებს ინტერვიუში არქიმანდრიტი ისააკი.

მისივე თქმით, მამა ბასილი ობლობაში იყო გაზრდილი, მამა მცირე ასაკში დაეღუპა და დედამ გაზარდა: "მამამისიც თითქმის 40 წლის იყო, როცა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მამა ბასილი ობლობაში იყო გაზრდილი. ამბობდა, მამაჩემის მკვლელს ვაპატიეთ, ვინც დაეჯახა, ციხეში არ ჩავსვითო. ბავშვობიდან კეთილი თვისებები ჰქონდა, ადამიანის შენდობა, პატიება შეეძლო. თავმდაბალი, საუკეთესო ბერი იყო ჩვენს საძმოში".

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია