"აუდიტორია 115"-ის წევრები თსუ-ის პირველ კორპუსთან აქციას მართავენ

"აუდიტორია 115"-ის წევრები თსუ-ის პირველ კორპუსთან აქციას მართავენ

"აუდიტორია 115"-ის წევრები სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, "აუდიტორია 115"-ის წევრებზე თვითმმართველობის ოცამდე წევრმა ფიზიკურად იძალადა. გამომდინარე აქედან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შს სამინისტროს მხრიდან მოხდეს ფაქტის შესწავლა და დამნაშავეების დასჯა.

"აუდიტორია 115" აპროტესტებს აუდიტორიის წევრებზე განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლას, რომელიც გუშინ მოხდა. თვითმმართველობის 20-მდე წევრი ფიზიკურად გაუსწორდა ცოტნე ცხვედიანს. ჩვენ შს სამინისტროს ფაქტის შესწავლას და დამნაშავეების დასჯას ვთხოვთ", - განაცხადა "აუდიტორია 115"-ის წევრმა ირაკლი კუპრაძემ.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო თვითმმართველობის გასაუქმებლად რეაგირების გარეშე დამთავრდა, ისინი პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. "ჩვენ პარალელურად ვითხოვთ თვითმმართველობის გაუქმებას. ხელისუფლებას 18:00 საათამდე ჰქონდა ვადა ჩვენს მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად. რადგან პასუხი არ არის, ვეცდებით შევაწუხოთ ხელისუფლება, რათა გადადგას ხელისუფლებისთვის სასიკეთო ნაბიჯები", - განაცხადა "აუდიტორია 115"-ის წევრმა ირაკლი კუპრაძემ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან "აუდიტორია 115"-ის წევრებს მიტანილი აქვთ ბანერი, სადაც დაფიქსირებულია მათი მთავარი მოთხოვნა - განათლების სისტემის რეფორმირება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია