ხმაური თსუ-ში - სტუდენტური თვითმმართველობის ოთახი ”აუდიტორია 115”-ის წევრებმა ძალით დაიკავეს

ხმაური თსუ-ში - სტუდენტური თვითმმართველობის ოთახი ”აუდიტორია 115”-ის წევრებმა ძალით დაიკავეს

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ოთახი ”აუდიტორია 115”-ის წევრებმა ძალით დაიკავეს. ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ძალის გამოყენებით შეჭრილიყვნენ თვითმმართველობის აუდიტორიაში.

მიუხედავად დაცვის სამსახურის წიმააღმდეგობისა, ”აუდიტორია 115”-ის წევრებმა თვითმმართველობის ოთახში შესვლა მაინც მოახერხეს. როგორც ”აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი არობელიძემ განაცხადა, ისინი ყველანაირ ძალადობას ემიჯნებიან და დებენ პირობას, რომ დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას.

ამასთან, ”აუდიტორია 115”-ის ინფორმაციით, მათ უკვე დაიკავეს თვითმმართველობის სხვადასხვა კაბინეტები. სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილიზებულია პოლიციაც.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია