საქართველოს ხუთ რეგიონში ახალწვეულებმა ერთდროულად დადეს სამხედრო ფიცი

საქართველოს ხუთ რეგიონში ახალწვეულებმა ერთდროულად დადეს სამხედრო ფიცი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო| ახალწვეულების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად ხუთ რეგიონში - ემოციური კადრები!

თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყო კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში. დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების სამხედრო ფიცი მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, მთავარი საბრძოლო ტანკი "აბრამსი" და ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი".

ფიცის დადების ცერემონიალში, წელს პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრმა, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრმა და აშშ-ის საერთო ძალების ორკესტრმა. თავისუფლების მოედანზე გადაიფრინა ოთხმა ვერტმფრენმა სახელმწიფო დროშებით.

სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინა თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად მოსახლეობას შესაძლებობა აქვს ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუ ნახოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია