ექსპერტი სენსაციურ აღმოჩენაზე: "მონეტების ღირებულება შესაძლოა, მილიონობით ლარს აღწევდეს"

 ექსპერტი სენსაციურ აღმოჩენაზე: "მონეტების ღირებულება შესაძლოა, მილიონობით ლარს აღწევდეს"

მდინარე სავერცხლიას ხეობაში აღმოჩენილი დიდი რაოდენობის მონეტების ავთენტურობის დასადგენად ახალგაზრდა ნუმიზმატთა ასოციაცია მუშაობს. ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, რომელი საუკუნით თარიღდება მონეტები.

ახალგაზრდა ნუმიზმატთა ასოციაციის ექსპერტი ალექსანდრე ფოლადაშვილი, აღმოჩენილი მონეტების კოლხურ თეთრთან მსგავსებაზე საუბრობს. მისი თქმით, მსგავს მონეტებს დასავლეთ საქართველოში იყენებდნენ.

"აღნიშნული მონეტები ძალიან ჰგავს კოლხურ თეთრს და თუ ეს მართლაც ასეა, მათი ღირებულება შესაძლოა, რამდენიმე მილიონ ლარსაც აღწევდეს. მონეტის ავერსზე მწოლიარე ჰერმაფროდიტი ლომია გამოსახული, რაც გვაძლევს იმის ეჭვის საფუძველს, რომ ეს მონეტა შესაძლოა თარიღდებოდეს ძვ.წ V საუკუნით. მეორე მონეტაზე კი გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელი და მისი ერთ-ერთი მემკვიდრე თრაკიის მეფე ლისიმაქე. თუ ეს დადასტურდა, ნამდვილად, ძალიან დიდ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა საუბრისას ახალგაზრდა ნუმიზმატთა ასოციაციის ექსპერტმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში სენსაციური აღმოჩენის შესახებ. საქართველოს განძის დაცვის პოლიციამ ქუთაისთან ახლოს დიდი რაოდენობით ძველი ქართული მონეტები აღმოაჩინა. ნაპოვნი განძი სავარაუდოდ, ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშველოვანეს აღმოჩენად იქცევა.

R

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია