"ირაკლის ყოველთვის უნდოდა მესამე შვილი" როგორი დედამთილია ნათია ფანჯიკიძე

"ირაკლის ყოველთვის უნდოდა მესამე შვილი" როგორი დედამთილია ნათია ფანჯიკიძე

ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის უფროსი შვილი, ნიკუშა ალასანია რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. ნიკუშას  გაბედნიერებას არაერთი პოსტი მიუძღვნა დედამ.

საზოგადოებაც ყოველთვის აქტიურად ეხმაურება ნათია ფანჯიკიძის პოსტებს და წყვილს ბედნიერებას უსურვებს.

ჟურნალი "სარკე" ნათია ფანჯიკიძეს ახლა უკვე დედამთილის ამპლუაში ესაუბრა.

- ქალბატონო ნათია, თქვენი ოჯახის ცხოვრებაში ახალი და ძალიან ლამაზი ეტაპია. თქვენ და თქვენი ქმარი დედამთილ-მამამთილი გახდით, რა შეგრძნებით შეხვდით ამ სიახლეს?

- დედამთილობას ასე ვერ აღვიქვამ. ვმხიარულობ, რომ ახლა ჩვენს ოჯახში ერთით მეტი საყვარელი ბავშვია, თუმცა ბავშვიც აღარ ეთქმის, ნიკაც და ნუცაც სრულწლოვანები არიან, რძალი 19 წლისაა, ნიკუშა - 23-ის.

ყველაზე მეტად ჩემი თავის ბებიის როლში წარმოდგენა მახარებს. ეს მაქვს ყველაზე კარგად დანახული და მოუთმენლად ველოდები, როდის ვითამაშებ პატარა ბარტყით.

- ბატონი ირაკლი როგორ შეხვდა ვაჟის დაქორწინებას?

- ძალიან დიდი სიხარულით. ის უფრო ვერ გავაცნობიერეთ, რომ ნიკუშა ცოლიანია ან ნუცა ჩვენი რძალია, მაგრამ სამაგიეროდ გავაცნობიერეთ, რომ გვეყოლება სათამაშო ბავშვი. ეს ორივესთვის, ირაკლისთვისაც და ჩემთვისაც, ძალიან დიდი სიხარულია. ღმერთმა ჯანმრთელი მოაბრძანოს ის ბავშვი!

ვთვლი, რომ ირაკლი მართლა ძალიან კარგი მამაა დღესაც, საკმაოდ კარგად ესმის თავისი შვილების, ურთიერთობაში ძალიან ზომიერია. რაც შეეხება ბაბუობას, მე მგონია, რომ სიხარულისა და სიამოვნებისგან ჭკუიდან შეიშლება და თან ვფიქრობ, მან ეს დაიმსახურა!

ირაკლის ყოველთვის უნდოდა მესამე შვილი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში კადრები იმდენად სწრაფად მონაცვლეობდა, სიტუაციები ისე იცვლებოდა, ხან აქ ვცხოვრობდით, ხან - სხვაგან, ხან ერთ ომში იყო, ხან - მეორეში და გამოვიდა ისე, რომ ორი შვილი გვყავს. მისი სურვილი დაგვიანებით სრულდება, სახლში პატარა ჩნდება, თანაც მისი გვარის!

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია