რატომ დატოვა გადაცემა "360 გრადუსი" "აუდიტორია 115"-ის წევრმა ანა კამლაძემ

რატომ დატოვა გადაცემა "360 გრადუსი" "აუდიტორია 115"-ის წევრმა ანა კამლაძემ

"პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ, რა დროსაც "აუდიტორია" 115-ის წევრმა ანა კამლაძემ სტუდია დემონსტრაციულად დატოვა. ამის მიზეზად კამლაძემ ის ფაქტი დაასახელა, რომ თსუ-ს თვითმმართველობის წევრებთან დებატებს აღარ აპირებდა. სტუდიაში "აუდიტორია 115"-ის წევრთან ერთად თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბახტურიძეც იყო მიწვეული.

ანა კალმაძემ ცოტნე ცხვედიას ცემის ვერსიებზე ისაუბრა, როგორც თავად ამბობს, ის ბოლოს შეესწრო ცოტნეს ცემის ფაქტს.

"მე ყველა დავინახე ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, მათ შორის პაატაც. ჩვენ ამდენი ხანი ვცდილობდით გვქონოდა კომუნიკაცია თვითმართველობასთან. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ამ სისტემასთან მანამდე, სანამ ისინი არ ამართლებდნენ ცემის ფაქტებს. მაგრამ მათ გადაკვეთეს წითელი ხაზი. ჩვენ სახლემწიფოსგან ვითხოვთ პასუხს. ჩვენ არ ვაპირებთ არცერთ თვითმართველობის წევრთან დებატებს."- აღნიშნა ანა კამლაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია