"ნუ მეჭრება პარტიის ხელის ბიჭი..." – "აუდიტორია 115"-ის ნაცემი წევრის მწვავე სატელეფონო ჩართვა პირდაპირ ეთერში

"ნუ მეჭრება პარტიის ხელის ბიჭი..." – "აუდიტორია 115"-ის ნაცემი წევრის მწვავე სატელეფონო ჩართვა პირდაპირ ეთერში

"პარტიის ხელის ბიჭი" - ამ სიტყვებით მოიხსენია "აუდიტორია 115"-ის წევრმა ცოტნე ცხვედიანმა თსუ-ს თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სატელეფონო ჩართვის დროს. ცხვედიანმა თსუ-ში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირპისპირების დეტალები გაიხსენა. "აუდიტორია 115"-ის წევრის ინფორმაციით, თვითმმართველობის 20-მდე წევრმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ცხვედიანმა განაცხადა, მათ შორის იყო პაატა ბახტურიძეც.

"თვითმართველობა შექმნის დღიდან იყო ძალადობის სისტემა. 2011 წლიდან მოყოლებული ისინი უსწორდებოდნენ სტუდენტებს ფიზიკურად... გუშინ გამოვდიოდი ლექციიდან, პაატა ბახტურიძემ მომაძახა რაღაც შერაცხმყოფელი...

- გუშინ წინ იყო ... საუბარი შეაწყვეტინა ბატურიძემ.

- ძალიან გთხოვთ ნუ მეჩრება ეს პარტიის ხელის ბიჭი ... მე იმ პირობით ჩავერთე, რომ არ მექნებოდა დებატები პარტიის ხელის ბიჭთან.

ასევე იხილეთ: თსუ უნივერსიტეტში მომხდარი ჩხუბის კადრებს ავრცელებს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია