როგორ უნდა გაზარდოთ ბავშვი ლიდერად? - ცნობილი ქართველი ბიზნეს კონსულტანტის რჩევები მშობლებს

როგორ უნდა გაზარდოთ ბავშვი ლიდერად? - ცნობილი ქართველი ბიზნეს კონსულტანტის რჩევები მშობლებს

დავით კენჭაძე - ცნობილი ბიზნეს კონსულტანტი, ქოუჩი, ტრენერი და საკონსულტაციო ჯგუფის გენერალური დირექტორი. მისი და მისი თანამოაზრეების მიზანია დაეხმაროს ადამიანებსა და კომპანიებს მათი მიზნების მიღწევაში. დავითმა კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაუწია 100-ზე მეტ კომპანიას და 150 000-ზე მეტ ადამიანს. დღეს კი მოგვცემს რჩევებს, თუ როგორ გავზარდოთ ბავშვი ლიდერად.

- ლიდერებად იბადებიან თუ შესაძლებელია ლიდერი გახდე?

- მეცნიერულად და რეალურად ეს დამტკიცებული არ არის, რა თქმა, უნდა ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. პრინციპი ძალიან მარტივია, თუ ერთ-ერთი შემთხვევა მაინც არსებობს ბუნებაში, ესე იგი, ვერ იტყვი, რომ მხოლოდ ერთი ან მეორეა ჭეშმარიტი. შესაბამისად, შესაძლებელია როგორც დაიბადო ლიდერად, ისე გამოიმუშავო ლიდერული უნარ-ჩვევები. პირადად მე ბავშვობის დროიდან ვიცნობ არაერთ ადამიანს, რომელთაც გამომუშავებული აქვთ ლიდერული თვისებები, რომლებიც ადრე არ ჰქონდათ. საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, დღეს ძალიან წარმატებულნი არიან საქმიანობაში.

- რა საჭირო უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს მშობელს იმისთვის, რომ შვილი ლიდერად აღზარდოს?

- ყველაზე მთავარი ბავშვის აღზრდის საკითხში სიყვარულია. იმისთვის, რომ შვილი ლიდერად აღვზარდოთ საჭიროა მშობელმა ბავშვის დაბადებიდანვე იფიქროს მის პიროვნულ განვითარებაზე. მშობელი უნდა აცნობიერებდეს და უნდოდეს, რომ მისი შვილი იყოს წარმატებული, ჰქონდეს სხვადასხვა გამოწვევა ცხოვრებისგან. ბრძოლის ჟინი არის ის მთავარი, რაც მშობელს უნდა ჰქონდეს. შვილის აღზრდა საკმაოდ რთულია, ბრძოლის ჟინის გარეშე ეს პროცესი რთულდება და ბავშვის პიროვნულ თვისებებზეც უარყოფითად მოქმედებს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია