ჯიგრები, მათხოვრები და ოკუპანტები, ანუ თბილისელი მძღოლის გასაჭირი

ჯიგრები, მათხოვრები და ოკუპანტები, ანუ თბილისელი მძღოლის გასაჭირი

იმ დღეს, სამსახურს რომ მივუახლოვდი, ყურადღება ყაყანმა მიიპყრო. ნაცნობი "სტაიანშჩიკის" ხმა იყო. ერთბაშად რამდენიმე მოწინააღმდეგეს უძალიანდებოდა. შორიახლოს გავჩერდი და ასეთი სურათის მოწმე გავხდი: ამ ჩვენს "სტაიანშჩიკს" ვიღაცისთვის ნება მიუცია, მანქანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ადგილზე დაეყენებინა. როგორც ხდება ხოლმე, ხომ იცით: "კი, ჯიგარო, აქ მე ვარ. შენ არხეინად იყავი, არავინ არაფერს იტყვის..."

"ჯიგარმაც" მანქანა გააჩერა და სადღაც შენობაში შევიდა. სად იყო და სად არა, არემარეს "სიტი პარკელები" მოადგნენ თავიანთი მრისხანე ევაკუატორით. ნამდვილად არ ვიცი "ჯიგრობის" ამბავზე "სტაიანშჩიკი" ვინმესთან მართლა იყო გარიგებული თუ არა, მაგრამ ფაქტია, მოსულებმა შშმპ-ის ადგილზე გაჩერებულ მაქანას ალყა შემოარტყეს და წაყვანა დაუპირეს. ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი. "სტაიანშჩიკმა" ალბათ იფიქრა, ახლა, ამათ ეს მანქანა რომ გავატანო, პატრონი პასუხს მე მომთხოვსო და ანაზდად "საბურთალოს ცარცის წრეში" აღმოჩენილ ავტომობილს ჩაებღაუჭა. ისინი იქით ექაჩებოდნენ, ეს - აქეთ! უნდა გესმინათ, რა სიტყვები ისმოდა:

- ძმაო, მე ამით ოჯახს ვარჩენ...

- შენ რა გგონია, ძმაო, ჩვენ არ გვყავს ოჯახები?..

საბოლოოდ, ისტორია იმით დამთავრდა, რომ "სტაიანშჩიკმა" ავტომობილის პატრონს როგორღაც ხმა მიაწვდინა. სანამ ის ჩამოდიოდა, "სიტი პარკელებმა" ჯარიმის გამოწერა მოასწრეს, მაგრამ წაყვანით მანქანა ვეღარ წაიყვანეს - კაცი მოვიდა, თვალებში ჩახედეს და მანქანას ხომ ვერ მოსტაცებდნენ. ჩუმად წაყვანა სხვა საქმეა...

მაგრამ, ამ წერილში "სიტი პარკის" შესახებ არ ვაპირებთ ლაპარაკს - სხვა დროს იყოს. აი, "სტაიანშჩიკების" ამბავზე კი მოდი, ორიოდე სიტყვა ვთქვათ. ვინ არის ეს ხალხი? საიდან მოვიდა? რატომ დგას იქ, სადაც დგას და რატომ მართმევს ფულს, გეგონება "მე, ძმაო, ოჯახი არ მყავდეს შესანახი". მით უმეტეს, რომ "სიტი პარკისთვის" პარკირების საფასური პატიოსნად გადახდილი მაქვს!... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია