რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით 15:00 საათიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით 15:00 საათიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით, 27 მაისს, 15:00 საათიდან, ავტომანქანით გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე აიკრძალება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება); ასევე მოძრაობა დაიკეტება წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

გადაიკეტება დავით აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე; სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და

წერეთლის გამზირის კვეთამდე; მძღოლები ასევე ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

სრულად დაიკეტება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები.

ავტომანქანებით გადაადგილება ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე. გადაკეტილ ქუჩებზე მოძრაობა აღდგება კონცერტის დასრულების შემდეგ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია