ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, აღნიშნულმა მოსწავლეებმა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში ბარიერი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებზე დაფიქსირებულ შედეგებს, საქართველოს მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული მოსწავლეების თითქმის 98%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა. არ გამოცხადდა დარეგისტრირებულთა დაახლოებით 2%, რაც ყოველწლიური სტანდარტული მაჩვენებელია.

უცხოური ენის გამოცდაზე 43 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა დაახლოებით 85%-მა (ზღვრის გადასალახად მოსწავლეს დაახლოებით 15 ყველაზე მარტივ კითხვაზე უნდა გაეცა სწორი პასუხი).

ისტორიის გამოცდაზე 42 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 95%-ზე მეტმა.

მათემატიკის გამოცდაზე კი, 42700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86%-ზე მეტმა.

გამოსაშვებ გამოცდაზე 47 000-მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი, რეგისტრაცია 41 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აღნიშნულ მაჩვენებელს გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი 2900-მდე მოსწავლე გამოაკლდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია