წარწერა დაუსრულებელ პორტრეტზე - ანა ახმატოვასა და ამედეო მოდილიანის შთამბეჭდავი რომანის ამბავი

წარწერა დაუსრულებელ პორტრეტზე - ანა ახმატოვასა და ამედეო მოდილიანის შთამბეჭდავი რომანის ამბავი

ცნობილ რუს პოეტ ქალბატონს - ანა ახმატოვას (1889-1966) პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარდა. საკუთარ გრძნობებს ხშირად, ლექსებით ამხელდა. თუმცა, არსებობს ერთი ისტორია, რომელიც ახალგაზრდობაში გადახდა თავს და მთელი ცხოვრება საიდუმლოდ ინახავდა. მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, მცირედით ახადა ფარდა თავის რომანს იტალიელ მხატვარ - ამედეო მოდილიანისთან (1884-1920).

ისინი ერთმანეთს პარიზში, 1910 წელს შეხვდნენ. წარმოშობით ებრაელი მოდილიანი იტალიიდან საფრანგეთში საცხოვრებლად 1906 წელს გადავიდა, რათა ცნობილ ფრანგ ფერმწერებთან მხატვრულ ოსტატობას დაუფლებოდა. ის მაშინ ჯერ არ იყო ცნობილი, ძალიან ღარიბი გახლდათ. მისი ბიოგრაფიის შესახებ ბევრი რამ დაიწერა კიდეც და კინემატოგრაფიაშიც აღიბეჭდა, მაგრამ არაფერი თქმულა რუსი ახალგაზრდა პოეტი ქალის შესახებ.

ამ შეხვედრამდე ერთი თვით ადრე, 1910 წლის გაზაფხულზე, ანა ახმატოვა პოეტ ნიკოლაი გუმილიოვზე დაინიშნა. ისინი ერთად გაემგზავრნენ პარიზში. თანამედროვეთა გადმოცემით, ახალგაზრდა ქალი, თავისი მიმზიდველი გარეგნობით, უცნობი ადამიანების აღტაცებას იწვევდა, თვითონ კი ამას ასე ხსნიდა: "მე უბრალოდ, უცხო ვიყავი, ამოუცნობი უცხოელი ქალი".

ლიტერატურულ წრეში ახმატოვას შესვლა მოულოდნელი იყო, მაგრამ ტრიუმფული. მისი ადრეული პოეტური მონაცემების შესახებ, მანამდე შეიძლება, მხოლოდ მისმა მეუღლემ იცოდა. ნიკოლაი გუმილიოვი 1910-იან წლებში უკვე ახალი პოსტსიმბოლისტური პოეტური მიმდინარეობის - ე.წ. "აკმეიზმის" აღიარებული ლიდერი გახლდათ.

ახალბედა მხატვარი მოდილიანი ახმატოვას პარიზის ცენტრში შეხვდა. არისტოკრატული გარეგნობის ამედეო განსაკუთრებული ექსტრავაგანტურობითა და მგრძნობიარობით გამოირჩეოდა, რაც რუსი გოგონასთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოგვიანებით იგონებდა, რომ პირველი შეხვედრისას, მხატვარს ყვითელი ველვეტის შარვალი და შესაფერისი ქურთუკი ემოსა. ამედეომ ფრთხილად სთხოვა ნებართვა - დაეხატა მისი პორტრეტი. ანა დათანხმდა. ასე დაიწყო მათი ურთიერთობა.

პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ, ახმატოვამ ლექსების წერა განაგრძო და ისტორიისა და ლიტერატურის კურსებზე შევიდა. სექტემბრის დასაწყისში მისი მეუღლე აფრიკაში გაემგზავრა და დაიბარა, რომ მომდევნო წლის გაზაფხულზე დაბრუნდებოდა. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხუმრობით "თივის ქვრივს" ეძახდნენ, დადარდიანდა. თითქოს მის აზრებს კითხულობდა, პარიზელმა მხატვარმა მოულოდნელად, ცეცხლოვანი წერილი მისწერა, რომელშიც გამოუტყდა, რომ მისი დავიწყება არ შეეძლო და ანასთან შეხვედრაზე ოცნებობდა. წერილები გახშირდა და ყოველ მათგანში მოდილიანი მას სიყვარულს უხსნიდა.

მეგობრებისგან, რომლებიც პა­რიზიდან ჩამოდიოდნენ, ახმატოვამ შეიტყო, რომ დედო (ასე ეძახდნენ ახლობლები მხატვარს) ღვინოსა და ნარკოტიკებს მიეძალა. მოდილიანს თრგუნავდა სიღატაკე და უიმედობა. რუსი გოგონა კი, რომელიც ასე მოულოდნელად "შეფრინდა" მის ცხოვრებაში, შორს იყო...

1911 წლის მარტს, გუმილიოვი აფრიკიდან დაბრუნდა. მეუღლეთა შორის უსიამოვნება მოხდა. განაწყენებული ახმატოვა პარიზში გაემგზავრა და თავისი თაყვანისმცემელი გაიხსენა. ანამ იქ სამი თვე გაატარა. მან სრულიად სხვაგვარი ამედეო იხილა: გამხდარი, ლოთობითა და უძილო ღამეებით გამოფიტული. დედო მრავალი წლით დაბერდა, წვერი მოუშვა და მოხუცს დაემსგავსა. თუმცა, ვნებიან იტალიელს ანა მაინც ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად მიიჩნევდა. ამედეო, თავისი იდუმალი, მრავლისმთქმელი მზერით თითქოს, ვნების ცეცხლში ახვევდა. მხატვარმა ანა ანდრეევნას დაუვიწყარი დღეები უსახსოვრა. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია