ვინ ყიდულობს საქართველოში ანტიკვარულ ნივთებს და როგორ უნდა მიხვდეთ, გაქვთ თუ არა სახლში ანტიკვარი

ვინ ყიდულობს საქართველოში ანტიკვარულ ნივთებს და როგორ უნდა მიხვდეთ, გაქვთ თუ არა სახლში ანტიკვარი

საქართველოში ანტიკვარული ავეჯით არაერთი პიროვნებაა დაინტერესებული. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ქალბატონი ნინო ქუშაშვილი. მის კოლექციას ბევრი ფასეული ნივთი თუ ავეჯი ამშვენებს. ანტიკვარული ნივთების შეგროვება 20 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე დაუღალავად აგრძელებს. თვლის, რომ თითოეული ნივთი ქვეყნის სიმდიდრეა.

- დედაჩემი ანტიკვარული ავეჯის მოყვარული იყო, ამიტომ მეც ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა ამ საქმიაობის მიმართ ინტერესი. დედას წერეთლის გამზირზე ჰქონდა მაღაზია. ვუყურებდი, როგორ აგროვებდა უნიკალურ ნივთებს, როგორ ინტერესდებოდნენ და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ ადამიანები ამ ნივთების მიმართ. მეც გამიჩნდა სურვილი საკუთარი სახსრებით შემეძინა რაიმე ნივთი და გამეგრძელებინა დედაჩემის საქმიანობა. 20 წლის ვიყავი, როცა პირველად, დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით შევიძინე კუზნეცოვის ლარნაკი. როცა ვანახე დედაჩემს, მომიწონა არჩევანი და მითხრა, რომ ახლოს ვიყავი ხარისხთან და გემოვნებასთან. გაუხარდა, რომ აღმომაჩნდა ალღო და არ შევცდი. ძალიან რთულია ანტიკვარის ამოცნობა, ბევრ დუბლებს აკეთებენ, რომელიც მიახლოებულია ორიგინალთან და არაპროფესიონალი თვალისთვის რთულია მათი გარჩევა.

- საქართველოში რამდენად მოთხოვნადი და პოპულარულია ანტიკვარული ავეჯი?

- უმეტესად მოთხოვნა უცხოელებისგან მოდის. ქართველები შედარებით ნაკლებად ინტერესდებიან. აქ ძირითადად ნახატებს და სხვადასხვა ნივთს ანიჭებენ უპირატესობას. ავეჯს ხშირად ყიდულობენ და გააქვთ აზერბაიჯანში, სომხეთში. ყველა ქვეყანას სურს საკუთარი ნივთი დაიბრუნოს. დიდი რაოდენობით ნივთებს იბრუნებს რუსეთი. მაქვს ნიკოლოზ პირველის ნაქონი ლარნაკი, სურვილი აქვთ რუსებს, შეიძინონ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვყიდი. მაქვს ცნობილი, აზერბაიჯანელი მხატვრების ნახატები, მათაც სურთ, რომ ეს ტილოები თავიანთ ქვეყანაში დააბრუნონ. მიხარია, რომ საქართველოში სხვადასხვა კოლექციონერის საცავში უამრავი უნიკალური, ძვირფასი და ღირებული ნივთი ინახება. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენი კოლექციონერის, დავით ლაზაშვილის ათი ათასობით ნივთმა განაცვიფრა არა მარტო საქართველო, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნები. პირველ რიგში ეს საქართველოს პრესტიჟი და სახელია. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია