"წარმოუდგენელი რამეები ხდება საქართველოში!" - ცნობილი დირიჟორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

"წარმოუდგენელი რამეები ხდება საქართველოში!" - ცნობილი დირიჟორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

"ვინ არის ადამიანი და ვინ არა, ამის განსჯამ გამაგიჟა! ვერ ვხედავ ნათელ წერტილს და ვინ იქნება ქართულ პოლიტიკაში - "ქართული ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა", ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს!.. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი დღევანდელ მთავრობას, რომ არ გვკლავს, სხვა სამადლობელი არაფერი მაქვს!"

ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე­ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება...

- აღარაფერი მაინტერესებს, არანაირი ცვლილებების აღარ მჯერა! იყო დრო, როცა ვიბრძოდი.­ ჩემი ბრძოლა იყო ჰუმანური გამოხატულება იმ ბოროტების წინააღ­მდეგ, რომელიც ქვეყანაში იყო გამეფებული! "ნაციონალური მოძრაობის" დროს ფიზიკური ანგარიშსწორება­ ნორმად იყო გადაქცეული... არ მქონდა­ ილუზია, ესენი რომ წავლენ, ავშენდებით-მეთქი, მაგრამ ცოტა წინსვ­ლის იმედი ნამდვილად მქონდა. ახლა ხელი მაქვს ჩაქნეული!

აბსოლუტურად აღარაფერში ვერევი და კონცენტრირებული ვარ ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაზე, რომელიც საზღვარგარეთ მიმდინარეობს, საქართველოში მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობით შემოვიფარგლები. შემოქმედებითად საქართველოში­ შეუძლებელია რამის გაკეთება, არ არსებობს კულტურული ცხოვრება!

ალბათ, ათწლეულები უნდა გავიდეს, რომ რაღაც შეიცვალოს. ერთი რამ დამისახელეთ ქვეყანაში კარგი! რამე დამანახეთ! ლამაზი მთები რომ გვაქვს და "ვეფხისტყაოსანი",­ მეც ვიცი. დღეს რა არის ქვეყანაში კარგი - ეს მაინტერესებს!..

21-ე საუკუნეში ჩემს ეზოში ასფალტი დააგეს... რომში ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაყვანილი გზები დღემდე არსებობს და იქ გუბეს ვერ ნახავ! ჩვენთან კი ცენტრალურ გზებზე უზარმაზარი გუბეებია...

- თქვენ მერიის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობთ...

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?! გინდა­ ნარმანია იყოს ქალაქის მერი და გინდ - დობორჯგინიძე! ეს ვართ ჩვენ დღეს - ასეთი საზოგადოება!.. შარშანწინ თურმე ვიღაცები მოვიდნენ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად კონსერვატორიაში და დიდ დარბაზში რომ მუშაობდნენ, ორგანიც გადაუღებავთ. საღებავი გახმა და ვერ ხსნიან... ვინც გადაღება, შემდეგ ჩხუბობდა,­ - რა არ მოგწონთ, ლამაზი არ არის თუ რაო... აი, ასეთი წარმოუდგენელი რამე­ები ხდება დღეს საქართველოში!

საზოგადოება აღარ არსებობს და ეს ყველაფერს ეტყობა! ერთი ადამიანიც არ მინახავს, რამეს აკეთ­ებდეს. არავის სჭირდება პროფესიონალი, არც აწყობთ, რადგან პროფესიონალს თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს და კომპეტენტური აზრი არავის სჭირდება, ეშინიათ კიდეც! ამიტომაც ვინ მოვა და წავა პოლიტიკაში, არ მაინტერესებს! არც არავინ წასულა არსად! ერთი და იგივე ხალხია, უბრალოდ, ალბათ, ფინანსები გადანაწილდა სხვანაირად!

- პოლიტიკაში მოვიდა პაატა ბურ­ჭულაძეც.­

- არ ვიცნობ მის პროგრამას, მაგრამ ძალიან ვბრაზდები, როცა ამბობენ, პოლიტიკაში რა უნდა გააკეთოს მუსიკოსმაო... ვინ რას აკეთებს პაატა ბურჭულაძეზე კარგად?! ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი მუსიკათმცოდნე იყო, რომელიც წარმატებული პრეზიდენტი­ გახლდათ. ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი­ ბრწყინვალე პრეზიდენტი მსახიობი იყო... დანარჩენები ხომ სულ პროფესიონალები არიან საქართველოში... იურისტი თუ ხარ, რატომ გგონია, რომ მუსიკოსზე უკეთ ერკვევი ქვეყნის მართვაში?! ხალხს უყვარს პაატა ბურჭულაძე, გამარჯვების შანსიც აქვს და ეს არ სიამოვნებთ! პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ბინძური რამაა, მაგრამ ასეთი აღვირახსნილი, გოიმური, ქაჯური ქმედებები მხოლოდ ჩვენთან არის... ამიტომაც არც ერთ ქართულ არხს არ ვუყურებ, რადგან ცუდად ვხდები! რაღაცა შოუებს თუ თვალი მოვკარი, მერე ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებ, ყველაფრის უნარი მეკარგება!

- რომელ შოუებს გულისხმობთ?

- რა მნიშვნელობა აქვს?! აღარ მადარდებს, "რუსთავი 2" იარსებებს თუ არა! ხანდახან ვფიქრობ, აჯობებს, როგორც თავად იქცევიან, ზუსტად ისე მოექცნენ მათ! დადებითი იმპულსი, კეთილი განწყობა 15 წლის განმავლობაში მათგან არ ყოფილა! რომელიღაცას ისიც კი უთქვამს, რა საშინელი ოპერაა "აბესალომ და ეთერიო"... განაგრძეთ კითხვა

"არავინ არ იცის, სად არის დოდო მამიდა..." - ია ფარულავას თქმით, კოვიდით გარდაცვლილი მამიდის აშშ-დან საქართველოში ჩამოსვენება ვერ მოხერხდა

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება" - საპატრიარქო

"მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება... ყინვამ შესაძლოა დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს" - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი