"თქვენ გადაგიკვეთავთ საზღვარი საქართველოდან საქართველოში? მე - კი! თქვენ გაგაჩუქეს? მე - კი!"

"თქვენ გადაგიკვეთავთ საზღვარი საქართველოდან საქართველოში? მე - კი! თქვენ გაგაჩუქეს? მე - კი!"

ეს წერილი ქართველ პოეტს შორენა თამაზაშვილს ეკუთვნის. შორენა ჰერეთში, საინგილოშია დაბადებული და გაზრდილი და უზომოდ განიცდის იმ ტკივილს, რომელიც ჰერეთში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ყველა ქართველს აწუხებს.

ეს ნაწარმოები "ემიგრანტის წერილი 2016''-ის ფინალში გავიდა და სიგელი დაიმსახურა. "თემა, რა თქმა უნდა მძიმეა, ეს არ არის მოგონილი ამბავი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ტკივილი და მნიშვნელოვანი ნაწილია აღწერილი - როცა, ერთი კარგი გოგონა გავიცანი ჩემი ისტორიული ჰერეთის ერთ-ერთ სოფელში და ის ჩემი ნათლული გახდა. შეიძლება იფიქროთ, მერე რაა? - ვის არ ჰყავს ნათლული?.. მაგრამ, ეს სხვა თემაა, წაიკითხეთ ჩემი ,,სინათლე'' და მიხვდებით...

სინათლე

თქვენ გადაგიკვეთავთ საზღვარი საქართველოდან საქართველოში? მე - კი! თქვენ ქართულ ტაძარში უთენია აგირბენიათ ეკლესიისკენ მიმავალი ბილიკი, სხვა გადამთიელმა არ დამასწროსო? მე - კი! თქვენთვის დაჟინებით უმტკიცებიათ, შენი ისტორია სხვისიაო? ჩემთვის - კი! თქვენ მწარედ გიტირიათ მიწის გამო? მე - კი! თქვენთვის სხვა რჯულის კაცს მოუძახებია - "გურჯი" და თქვენივე ქართველს - თათარი ხარო? ჩემთვის - კი! თქვენ მოძღვარი ბევრჯერ წაგართვეს? მე - კი! თქვენ გაგაჩუქეს? მე - კი! თქვენი ეკლესიები დაკეტილია? ჩემი - კი! განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია