როგორ დავიცვათ საცხოვრებელი კორპუსები და კარ-მიდამო ქვეწარმავლებისგან?

როგორ დავიცვათ საცხოვრებელი კორპუსები და კარ-მიდამო ქვეწარმავლებისგან?

ნინო გურჩიანი ორთაჭალაში, კერძო სახლში ცხოვრობს. ბოლო სამი წელია, ზაფხულის მოახლოებას უფრთხის, რადგან რამდენჯერმე ეზოში გველი იპოვეს. "საბედნიეროდ, შინ ერთხელაც არ შემოსულა. თუმცა მცირეწლოვანი შვილები მყავს, ზაფხულში ეზოში თამაშს ხომ ვერ დავუშლი? ოჯახში უამრავი საქმეა, მთელ დღეს ეზოში ვერ ვიქნები. მეშინია, თამაშის დროს შემთხვევით გველს არ გადაეყარონ. შარშან, ზაფხულში ჩვენს ეზოში გველი ვიპოვეთ, საკმაოდ მოზრდილი. სამეზობლო შევყარე, ისე შემეშინდა. შემდეგ ვიღაცას ცხელ ხაზზე დარეკვა მოაფიქრდა. საბედნიეროდ, ოპერატიული ჯგუფი მალე მოვიდა და გველი დაიჭირეს. წელს საკმაოდ ადრე, მაისში გამოვიძახეთ. ეზოში ფიცრები გვიყრია, სადაც ბავშვები თამაშობენ. კიდევ კარგი, იმ დროს მათთან ვიყავი. მზეს მიფიცხებული გველი რომ დავინახე, ვერ აგიწერთ, რა დამემართა - შიშისგან ენა ჩამივარდა. ისღა მოვიფიქრე, რომ ბავშვები იქაურობას სასწრაფოდ მოვარიდე. შემდეგ 112-ზე დავრეკე. მართალია, როცა მოვიდნენ, გველი იქ აღარ დახვდათ, მაგრამ გაგვაფრთხილეს, როგორ მოვქცეულიყავით თუ კიდევ გამოჩნდებოდა. კარგი იქნება, მოსახლეობაში ინფორმაციას თუ გაავრცელებენ, გველის პოვნისას როგორ მოვიქცეთ", - ამბობს ახალგაზრდა დიასახლისი.

ჩვენი რესპონდენტი მართალია - ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქვეწარმავლების პრობლემაც თავს იჩენს. თბილისში უკვე გვარიანად ჩამოცხა. სინოპტიკოსები წელს საკმაოდ ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ. ზაფხული დასვენებასა და გართობასთან ერთად ისეთ არასასიამოვნო შემთხვევებთან ასოცირდება, როგორიცაა ქვეწარმავლები. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობა გველს, მორიელსა თუ ხვლიკს ბინაში, საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, ლიფტში, კერძო სახლის ეზოებსა და სარდაფებში პოულობს. თუმცა, ნაკლებად ან თითქმის არაფერი იციან, ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცნენ, რომ არც საკუთარ ჯანმრთელობას მიაყენონ ზიანი და არც ქვეწარმავალს. პანიკაში ჩავარდნილთა უმეტესობა მათთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობს ან საშველად მეზობლებს უხმობს.

როგორ დავიცვათ თავი ქვეწარმავლებისგან, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა მათი აღმოჩენის შემთხვევაში? ამის შესახებ ჩვენს მკითხველს ჰერპეტოლოგების (გველების სპეციალისტი) პრაქტიკული რჩევები დაეხმარება.

დედაქალაქში ძირითადად გვხვდება ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა, გველხოკერა - ეს უკანასკნელი ხვლიკია, თუმცა, გარეგნულად გველს წააგავს, რადგან კიდურები არ აქვს. სპეცილისტის გარდა სხვა ვერ ხვდება, რომ ხვლიკია. ამიტომ, საკმაოდ ხშირად გამოძახებაზე მისულ სპეციალისტებს გველის ნაცვლად გველხოკერა დახვედრიათ. გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია