"დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი" - პრემიერი ზვიად თხელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

 "დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი" - პრემიერი ზვიად თხელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასრულებდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ზვიადის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ტელეკომპანია GDS-ს. ალბათ, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ", - ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.

ტრაგიკული შემთხვევა ხადას ხეობაში მაშინ მოხდა, როცა ზვიად თხელიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტს მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მის ამოღებას ცდილობდა, რა დროსაც მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მისი ცხედარი მაშველებმა დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

წაიკითხეთ: "ვინც დამაფასებთ მიაწერეთ..." - ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის საბედისწერო წინათგრძნობა...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია