შეუზღუდავი შესაძლებლობები და შეზღუდული გარემო - შშმ პირების ისტორიები ALLNEWS.GE-ის ფოტოპროექტში

შეუზღუდავი შესაძლებლობები და შეზღუდული გარემო - შშმ პირების ისტორიები ALLNEWS.GE-ის ფოტოპროექტში

ვინ არიან ადამიანები, ვისაც სახელმწიფო თუ საზოგადოება თავისუფალი გადაადგილების უფლებას ართმევს - მედია პორტალმა Allnews.ge- მ ახალი პროექტი დაიწყო.

პროექტის პირველი ეტაპი საზოგადოებისთვის იმ ადამიანების გაცნობას ისახავს მიზნად, რომლებსაც, ობიექტური მიზეზების გამო, ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლიათ.

პროექტში ხუთი რესპონდენტი: ლანა სოფრომაძე, დათო ალიხანაშვილი, იკო იაკობიძე, ირმა ხეცურიანი და თინათინ რევაზაშვილი ჩაერთო, რომლებმაც Allnews.ge-ს საკუთარი ისტორიები გაუზიარეს, საქმიანობის სფეროები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

ყველა რესპონდენტი, რომლებსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ, განსხვავებული პროფესიით, ინტერესებითა და მიზნებით ცხოვრობს. მაგრამ თითოეულ ინდივიდს, რომელთა შესახებაც მოგითხრობთ, ერთი საერთო აქვს - სახელმწიფო და საზოგადოება მათ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.

მათ არ აქვთ თავისუფლად მოძრაობის საშუალება არა მხოლოდ გზებზე, ქუჩებსა თუ სკვერებში, არამედ შენობებშიც, ხოლო მათი საჭიროებების გათვალისწინება უამრავი კერძო თუ საჯარო კომპანიისთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

ALLNEWS.GE-ის ფოტოპროექტში ამ ადამიანებს გაიცნობთ:

ლანა სოფრომაძე

ჩემთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა აფთიაქში შესვლა და ბანკომატთან მისვლა. არ მინდოდა ვიღაცას ჩემს პირად ანგარიშთან შეხება ჰქონოდა. მაგრამ ყოველთვის ვიღაცის შეწუხება მიწევდა.

მთავარი არის გარემო. თუ მე თავისუფლად შევძლებ ნებისმიერ რესტორანში, სამსახურსა თუ კაფეში მისვლას, გარშემო ადამიანებს შეცოდების განცდა არ გაუჩნდებათ, რადგან მეც მათსავით ვისარგებლებ ამ გარემოთი.

რაც უფრო მეტი გავალთ გარეთ, ვისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩვენსა და საზოგადოებას შორის არსებული ბარიერები ნელ-ნელა გაქრება.

მინდა ადამიანებს ვუთხრა: ნუ შეიზღუდევენ თავს და პირველ რიგში, საკუთარ თავში დაანგრიონ სტერეოტიპები. რაც შეიძლება ხშირად გაიღიმონ - მერე თვითონვე შეამჩნევენ, როგორ იცვლება გარშემო ყველაფერი. უბრალოდ, თუ შენს თავში გადააბიჯებ რაღაცებს და თვითონ არ დააკომპლექსებ საკუთარ თავს, გარშემოც ბევრი რამ მოგვარდება.

მშვილდოსნობა იყო სპორტის სახეობა, რომლითაც ყველაზე დიდხანს ვიყავი დაკავებული და ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. შემდეგ სამსახურის გრაფიკის გამო ვეღარ შევათავსე და თავი დავანებე. ახლა თითქმის თანაბარი ინტენსივობით ვარ დაკავებული სხვადასხვა სპორტით: ჯომარდობა, პარაპლანით ფრენა, ბოჩა... ვმუშაობ ტაქსების სერვისში, ჩემი მოვალეობაა მივიღო ზარები და შემდეგ გავუშვა ბაზაში მძღოლთან.

პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელობას მივხედო, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მოვრჩე ოპერაციებს. შემდეგ, როცა უკვე აღარაფერი შემიშლის გადაადგილებასა და მოძრაობაში ხელს, ბევრი რამის გაკეთება მინდა და მგონია, ყველაფერს შევძლებ. უფრო მეტად, ხელოვნების მიმართულებით მინდა საქმიანობა. კერვა, დიზაინი....დედა მყავს მკერავი და ძალიან მომწონს ეს საქმიანობა..."  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია