"K2 კოეფიციენტის შეზღუდვის გამო, ქალაქის ცენტრში უძრავ ქონებაზე ფასები მოიმატებს"

"K2 კოეფიციენტის შეზღუდვის გამო, ქალაქის ცენტრში უძრავ ქონებაზე ფასები მოიმატებს"

თბილისში 20 და 30-სართულიანი შენობების არსებობა უკვე აღარავის უკვირს, თუმცა სხვა საკითხია - უხდება თუ არა ეს შენობები ქალაქის იერსახეს. დღეს ბევრი საუბრობს, რომ ასეთი შენობები კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მშენებლობაზე K2 კოეფიციენტის გაზრდაზე შეზღუდვა დამტკიცდა. როგორც რეგულაციასთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურული სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა აღნიშნა, K2 კოეფიციენტის შეზღუდვით ვერც ერთი მშენებელი დასაშვებზე მეტ მიშენებას ვეღარ განახორციელებს. ეს შეზღუდვა ძირითადად შეეხება ვაკე- საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბე-ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონებს. დოკუმენტი მწვანე საფარის შენარჩუნებას და რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის აკრძალვასაც ითვალისწინებს. დიმიტრი მოსულიშვილის თქმით, გენგეგმის დამტკიცების შემდეგ ეს პრაქტიკა საერთოდ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს და გენგეგმამ განსაზღვროს სიმჭიდროვეც და განაშენიანების რეგლამენტიც“.

გენგეგმის აუცილებლობაზე საუბრობენ ქართველი არქიტექტორები და მშენებლებიც. უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძეც მიიჩნევს, რომ გენგეგმის გარეშე დედაქალაქის განვითარება წარმოუდგენელია: "საერთოდ, K 1 კოეფიციენტით განისაზღვრება შენობის ფუძის მოცულობა, მისი სიდიდე, ხოლო K2 კოეფიციენტი განსაზღვრავს შენობის საერთო მოცულობას. შესაბამისად, თუ მშენებელს K2 კოეფიციენტის მომატების უფლება ექნება, ის სართულებს დაამატებს და უფრო მაღალ შენობას ააგებს. რაც შეეხება K3 კოეფიციენტს, ის უკვე გამწვანების ფართობს განსაზღვრავს. ქალაქის ცენტრში K2 კოეფიციენტის შეზღუდვა ძირითადად კორპუსების სიმაღლეზე აისახება... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია